Honda ძარის ჟანგიანობის გამო ნახევარ მილიონ CR-V-ის უკან იწვევს
ეს კამპანია სპეციალურად იმ ავტომობილებისთვისაა, რომლებსაც ცივ კლიმატურ პირობებში იყენებდნენ.
ჰონდას ახალი გაწვევა 2007-2011 წლებში წარმოებულ 563 711 ერთეულ CR-V-ს მოიცავს, რომლებიც ცივ კლიმატურ პირობებში გადაადგილდებიან. ყინულის დასადნობი მარილები და სხვადასხვა მინარევებისგან დამზადებული ქიმიური ნაერთები ზამთარში ამ ავტომობილებში კოროზიას უწყობს ხელს.
გაწვევა იმ CR-V-ებს მოიცავს, რომლებიც აშშ-ს ისეთ შტატებშია გაყიდული, სადაც ცივი კლიმატური პირობებია. ეს ავტომობილები 2006 წლის მარტიდან 2011 წლის დეკემბრამდე გამოდიოდა.
მარილებს, ყინულის საწინააღმდეგო ქიმიურ ნარევებს, ტალახსა და წყალს გააჩნია უნარი მოხვდეს ძარის ღრმულებში. იქ განვითარებული ჟანგიანობა კი შესაძლოა მთელს სტრუქტურას მოედოს.
Honda-ს 61 ასეთი შემთხვევა ჰყავს აღრიცხული. ყველა მათგანი აშშ-ში. ამ ქარხნული დეფექტის შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა. გარდა ამისა, ცხელ კლიმატურ პირობებში იყენებდნენ ასეთი შემთხვევები არ გამოვლენილა.
ავტომობილების სადილეროში მიყვანის შემდეგ დილერები კოროზიის ადგილებს დაათვალიერებენ. შეკეთების პროცესი კი სიტუაციის შესაბამისად წარიმართება. მფლობელები, რომლებმაც ეს პრობლემა თავად მოაგვარეს, სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ, რის შემდეგადაც ისინი Honda-სგან ფულად კომპენსაციას მიიღებენ.
გეტყვით იმასაც, რომ ამ პრობლემის კვლევა აშშ-ს National Highway Traffic Safety Administration-მა 2020 წელს დაიწყო. 2021 წელს შემთხვევების გახშირების გამო კვლევა დაჩქარდა. დეფექტის მოსაგვარებლად გაწვევა 2023 წლის აპრილში დაიწყება.