2023 წლის BMW M2-ს უფრო მეტი სიმძლავრე აქვს, ვიდრე გვითხრეს
BMW ცხენის ძალებში იტყუება?
2023 წლის BMW M2 რომ განსაკუთრებული ავტომობილია, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ის ზუსტად ისეთი M მოდელია, როგორის შექმნასაც BMW-მ მიგვაჩვია. გამორჩეულ ვიზუალს კი მძლავრი აგრეგატი უმაგრებს ზურგს. მეტიც, მანქანას უფრო მეტი სიმძლავრე აქვს, ვიდრე მისი გამოსვლისას BMW-მ დააანონსა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც BMW-ს 3-ლიტრიანი ტურბინიანი ძრავა მოსალოდნელზე მეტ ცხენის ძალას გამოიმუშავებს. M4 CSL-მა დინამომეტრზე 595 ცხენის ძალა აჩვენა, რაც ოფიციალურ მონაცემზე 53-ით მეტია.
ახალ M2-ში M4-ის 3-ლიტრიანი ერთრიგა ძრავა დევს, რომელიც 453 ცხენის ძალასა და 550 ნიუტონ მეტრს უნდა გამოიმუშავებდეს. ეს წინა თაობის M2 Competition-ზე 48-ით, ხოლო ყველაზე მძლავრ M2 CS-ზე 8 ცხენის ძალით მეტია.
თუმცა, ახლახან ჩატარებულმა ტესტმა აჩვენა, რომ BMW-ს ოფიციალური რიცხვები უფრო დაბალია. Zandvoort Blue ფერში შეღებილმა M2-მა სამ ცდის საუკეთესო მაჩვენებლად 465 ცხენის ძალა და 560 ნმ აჩვენა. სხვაობა ისეთი დიდი არ არის, როგორც M4 CSL-ში, მაგრამ მაინც საგრძნობი სხვაობაა. საინტერესოა, რატომ აკეთებს BMW ამ ყველაფერს განზრახ.
შეგახსენებთ, რომ ახალი M2-ის საწყისი ფასი 63 200$-ია, რაც იაფი არ არის. მანქანას მსუბუქსაც ვერ ვუწოდებთ. ის 1 750 კგ-ს იწონის და წინა თაობის M4-ზე მხოლოდ 50 კილოგრამით მსუბუქია. წონის მატება ახალი პლატფორმის არქიტექტურამ გამოიწვია. ამავე პლატფორმას იყენებენ ახალ M4-შიც. წონის მიუხედავად, M2 0-დან 100-მდე 3.9 წამში ჩქარდება. ეს მონაცემი კი შთამბეჭდავია.