Subaru, Impreza, 22B STi, WRX STI
Aa
Aa

ეს 1998 წლის Impreza STi 22B ყველასთვის სასურველი მანქანაა, მაგრამ...

22B სულ 424 ეგზემპლარად არსებობს.

Subaru-ს წლების განმავლობაში Impreza WRX STi-ის მრავალი ვერსია აქვს შექმნილი. თუმცა, არც ერთი მათგანი არ არის ისეთი სასურველი და ღირებული, როგორც 22B.

იაპონურმა ბრენდმა 22B FIA World Rally Championship-ში ზედიზედ სამი გამარჯვების აღსანიშნად გამოუშვა. ჯამში სულ 424 ეგზემპლარი შექმნეს. ყველა მოდელი World Rally Blue ფერში შეღებეს და STi-ის სხვა ვერსიებისგან უამრავი დეტალით გააუმჯობესეს. ყველაზე თვალსაჩინო განსხვავება ისაა, რომ 22B მხოლოდ ორკარიანია. 



სურათზე ნაჩვენები მოდელი Bring a Trailer-ის აუქციონზეა გამოტანილი. ის იაპონური ბაზრისთვის გამოშვებული 400 ეგზემპლარიდან 135-ეა. მანქანა აშშ-ში 2021 წელს შეიყვანეს. მოდელს სამუზეუმო ექსპონატის დატვირთვა ჰქონდა. ახლა კი მანქანა ყველა საჭირო საბუთითა და დეტალით იყიდება. სტატიის წერის მომენტში მოდელი 125 000$-ად არის შეფასებული.

ამ Impreza STi 22B-ს 17-იანი BBS-ის დისკები, Bilstein-ის ამორტიზატორები და კარბონის დეტალებიც გამოარჩევს. გაუმჯობესებულია სამუხრუჭე დისკები. განცხადებიდან ვიდებთ, რომ დაკიდების სისტემასა და საჭის სისტემას სრული სერვისი და ინსპექტირება 2023 წელს ჩაუტარდა. გარდა ამისა, სერვისი ჩაუტარდა ძრავასაც.




ძრავაზე საუბრისას აუცილებლად უნდა ითქვას, რომ 2.2-ლიტრიანი ოპოზიტური აგრეგატი 280 ცხენის ძალასა და 363 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა. მანქანის ოდომეტრზე 186 000 კმ-ია გამოსახული. მიუხედავად მაღალი გარბენისა, მანქანა იდეალურ მდგომარეობაშია და ნებისმიერი კოლექციის დასამშვენებლად მზად არის.

მსგავსი სიახლეები