აუქციონი, Ford, Ford GT, დაზიანებული მანქანა
Aa
Aa

2006 წლის ნაავარიები Ford GT გასაყიდადაა გამოტანილი

Ford GT-ის ზუსტად ისეთი დაზიანება აქვს, როგორსაც Ford-ის მფლობელები მიჩვეული არიან.

ვიღაცამ კალიფორნიაში 2006 წლის Ford GT-ი შეიწირა. მანქანას ავარიის კვალი უკანა მხარეს აღენიშნება. მოდელი ზუსტად ისეა დაზიანებული, როგორი დაზიანებებიც Mustang-ის მოდელებში ჭარბობს. ახლა კი ეს ავტომობილი iAA-ს აუქციონზე გასაყიდადაა გამოტანილი.

Ford-ის 100 წლის იუბილეს აღსანიშნად გამოშვებული ქარხნული სარბოლო ავტომობილი „ლურჯი ოვალის“ ისტორიულ გამარჯვებებსაც მიაგებს პატივს. ალბათ, მიხვდებოდით, რომ საუბარი 60-იანი წლების Le Mans-ის რბოლებზე გვაქვს. უამრავი მოყვარულისა და ექსპერტის აზრით, GT ყველაზე ლამაზი რეტრო-მოდერნული ავტომობილია, რომელიც ოდესმე შექმნილა. 



მანქანა 5.4-ლიტრიანი V8 ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 6-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთანაა დაწყვილებული. 550 ცხენის ძალა და 678 ნიუტონ მეტრი საკმარისია იმისთვის, რომ მანქანა 0-დან 100-მდე 3.8 წამში აჩქარდეს. ეს შედეგი კი 20 წლის წინ ქვას ხეთქავდა.

განცხადებაზე დართული ფოტოებიდან ჩანს, რომ მანქანის ზოგადი მდგომარეობა (თუ დაზიანებას არ ჩავთვლით) საკმაოდ კარგია. თუმცა, როდესაც GT-ს კუდს შეხედავთ განწყობა გიფუჭდებათ. აშკარაა, რომ მანქანას სერიოზულ ავარიაშია მოყოლილი.




განცხადებაში დაზიანების ტიპი არ არის დასახელებული. თუმცა, დაკიდების უკანა სისტემის, უკანა ბამპერისა და ძრავის ხუფის დაზიანება თვალსაჩინოდ ჩანს. გატეხილია ულამაზესი დისკიც. რამდენად სერიოზულ დაზიანებას ფარავს მანქანის კორპუსი დაუდგენელია. თუმცა, ამ მანქანის გზაზე დაბრუნება ძალზედ დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული.

ამ GT-ის ოდომეტრზე 37 885 კმ-ია გამოსახული. უსაფრთხოების ბალიშები არ არის გახსნილი. ეს ყველაფერი კი ამ მანქანის მომავალი მფლობელისთვის დადებითი ფაქტორებია.

თქვენ რა თანხის სანაცვლოდ შეიძენდით ამ GT-ის? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები