ვიღაცამ ოთხკუთხედბორბლებიანი ველოსიპედი ააწყო
ამ ველოსიპედის ვიდეომ ინტერნეტ სივრცე დაიპყრო და ეს გასაკვირი სულაც არაა.
ამ ადამიანმა ველოსიპედი ააწყო, რომელსაც ოთხკუთხედი ბორბლები აქვს და თანაც დადის!
YouTuber-მა The Q-მ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელმაც სულ რამდენიმე დღეში 6 მილიონ ნახვაზე მეტი დააგროვა.
ეს გასაკვირი არცაა, რადგან ეს ფაქტი ბორბლის გამოგონების სრულიად ახალ დონეზე აყვანაა.
View this post on Instagram
როგორ შეძლო ეს?
დასაწყისისთვის ფოლადის მილისგან ოთხკუთხედი ჩარჩოები გააკეთა და შემდეგ მექანიკაზე გადაინაცვლა.
ორი ჯაჭვი ერთმანეთზე შეადნო და ტანკის მსგავსი მუხლუხა შექმნა. ეს მუხლუხა ოთხკუთხედი მილების გარშემო ტრიალებს.
საბოლოოდ, თვლებზე რეზინი დააყენა და ველოსიპედის დანარჩენ ნაწილს ოთხკუთხედი ბორბლები დაუყენა.
შემდეგი ეტაპი უკვე ნამუშევრის შემოწმება იყო.
ნამდვილად შემოქმედებითია, მაგრამ პრაქტიკულობა თავად შეაფასეთ.