უცნაური ამერიკელის გახსენება
Aa
Aa

უცნაური ამერიკელის გახსენება

ეს ის ავტომობილია, რომელსაც ყოველდღე ვერ შეხვდებით. უფრო მეტიც, ავტომოყვარულების უმეტესობას ის არც კი გაუგია. Zimmer Quicksilver-ი ამერიკას წარმოადგენს და თავის სამშობლოშიც კი რთულად მიღწევადი ავტომობილია.

Mercury Rising: 4k-Mile 1986 Zimmer Quicksilver | Zero260

Quicksilver-ი 1986 წელს გამოვიდა და იგი ცენტრალურძრავიანი Pontiac Fiero-ს ბაზაზე იყო აწყობილი. ეს ბაზა სიგრძეში საგრძნობლად გაზარდეს. ავტომობილის დანიშნულება 2-ადგილიანი პერსონალური ლიმუზინი იყო და მას ცენრალურძრავიანი ავტომობილისთვის არადამახასიათებლი აგებულება ჰქონდა. მასში ნატურალური ტყავი, ქრომირებული დეტალები და სხვა უამრავი მსგავსი რამ უხვად იყო გამოყენებული.

The Zimmer Quicksilver - Mid-Engined - Extremely Rare - 100% American

Zimmer quicksilver-ი 2.8-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი, რომელსაც ძველი 3-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ჰქონდა მიერთებული. აღნიშნული ძრავა 170 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ გაბარიტების და ძალის მქონე ავტომობილისთვის, თანაც 80-იან წლებში დინამიკის საკმაოდ კარგი მაჩვენებლები ჰქონდა, 100-მდე 10 წამში ჩქარდებოდა.

The Zimmer Quicksilver - Mid-Engined - Extremely Rare - 100% American

ეს უცნაური ავტომობილი საბოლოოდ ძალიან კომფორტული და მიმზიდველი გამოვიდა, მისი არასტანდარტული Pop up მაშუქების ყურება ერთი დიდი სიამოვნება იყო. სამწუხაროდ, წარმოების პერიოდში კომპანიას დიდი ფინანსური პრობლემები შეექმნა, რამაც Quicksilver-ის სიცოცხლე დაასრულა. 2 წლის განმავლობაში მხოლოდ 170 ერთეული აიწყო და მათი საბაზრო ღირებულება 52 000 დოლარამდე იყო, 80-იან წლებში კი ეს თანხა რთულად ხელმისაწვდომი იყო.

მსგავსი სიახლეები