ავარია, Subaru, აშშ
Aa
Aa

Subaru-ს SUV-ი ჰაერში აფრინდა და სახლის სახურავზე დაეშვა

მანქანა იქვე არსებულ ბორცვზე ახტა.

კალიფორნიის მაშველებს ყველანაირი ცოდნის გამოყენება დასჭირდათ იმ გამოძახებაზე, რომელზეც ამ სტატიაში უნდა მოგიყვეთ. SUV-ი ისე დაიმტვრა, რომ საცხოვრებელი სახლის სახურავზე აღმოჩნდა.

ფლეისერ ქანთის სამაშველო გუნდს მაშველების ტექნიკური ბრიგადის გამოძახებაც დასჭირდებათ. მათ მანქანა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან უნდა ჩამოეყვანათ. ეს ასე უბრალოდ და მარტივად შესრულებადი დავალება არ ყოფილა.

უსაფრთხოებისთვის, მომუშავე გუნდმა ოპერაცია სახურავის გამაგრებით დაიწყო. შემდეგ, მანქანას თოკები გამოაბეს, რათა ამწეს დახმარებით მიწაზე დაებრუნებინათ. მიმდებარე ტერიტორიაზე გამორთული იყო ელექტრო ენერგია.


Subaru-დან მგზავრების უსაფრთხოდ გადმოყვანის შემდეგ, სპეციალურმა სამსახურმა სახლი დაათვალიერა. სამწუხაროდ, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. სიმძიმის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

როგორ მოხვდა ეს SUV-ი სახლის სახურავზე? სურათებში კარგად ჩანს, რომ სახლთან ახლოს გზა მიწის სხვა დონეზე გადის. მანქანა კი ზუსტად იმ სიმაღლეზე შეაფრინდა სახლს, რა სიმაღლეც ეს ბორცვია. თუმცა, რატომ ვერ დაიმორჩილა მძღოლმა საჭე უცნობია. გამოძიება დაწყებულია. 

სახლისა და გზის განლაგებით შეიძლება იფიქროთ, რომ ასეთი შემთხვევა ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება. სწორედ ამიტომ, შემდეგისთვის გაუმჯობესდება უსაფრთხოების ზომებიც. 

რომელია ყველაზე უცნაური ავარია, რაც ოდესმე გინახავთ? გაგვიმხილეთ თქვენი ამბავი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები