Fast X-ის ახალი ანონსი: ვარსკვლავები, მაგარი ავტომობილები და დიდი აფეთქებები
პრემიერამდე 1 თვე დარჩა.
Fast X კინოთეატრების ეკრანებზე მაისის შუა რიცხვებში უნდა ვიხილოთ. პრემიერამდე 1 თვით ადრე ახალი ვიდეო ანონსი გამოვიდა, რომლიდანაც ბევრ რამეს ვიგებთ. გარდა შესანიშნავი ავტომობილებისა, მეათე ფილმში ბევრ ვარსკვლავსა და რამდენიმე აფეთქებასაც ვნახავთ.
ფილმის რეჟისორი ფრანგი ლუი ლეტერიეა. წინა სერიების რეჟისორმა ჯასტინ ლინმა კი პროდიუსერების რიგებში გადაინაცვლა. დუეინ ჯონსონის გამოკლებით, ამ ფილმში ყველა იმ მსახიობს ვიხილავთ, რომლებმაც მაყურებლებს თავი შეაყვარა. „ფორსაჟის“ დიდი ოჯახს ბრი ლარსონი და ჯეისონ მომოა შეემატნენ. დომენიკის და მიას დედის როლს კი რიტა მორენო შეასრულებს.
რა ჩანს ახალ ანონსში? რა თქმა უნდა, ვინტაჟური მასლქარები, თანამედროვე ევროპული და იაპონური ავტომობილები და უამრავი Dodge… რამდენიმე შთამბეჭდავი აფეთქება.
Fast X-ში დომენიკ ტორეტოს მოსაკლავად ჯეისონ მომოას პერსონაჟი დანტე დასდევს, რომელსაც ტორეტოს ოჯახის განადგურება სურს. რატომ? დანტე ჰერმან რეიესის შვილია. პერსონაჟის, რომელიც მეხუთე ფილმში ტორეტოს და მისი მეგობრების ხელში კვდება. დანტე ამ ყველაფრის მოწმეა. 12 წლის განმავლობაში ის შურისძიების გეგმას ამზადებდა.
მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთი ფილმის გადაღება იგეგმება, ანონსის ბოლოს ვიგებთ, რომ „გზის დასასრული 19 მაისს დაიწყება.