საუდის არაბეთის პრინცისთვის შექმნილი Mini Aston Martin-ისგან
საუდის არაბეთის პრინცმა ამ ავტომობილში, დღევანდელი ღირებულებით, 186 000$-ის გადაიხადა.
ეს უცნაური ავტომობილი 1984 წლის Mini 1000 HLE-ია, რომელიც Tickford-მა შექმნა. ეს შესაძლოა ყველაზე განსხვავებული და სასურველი Mini იყოს მსოფლიოში. ახლა კი მსურველებს მისი შეძენა შეუძლიათ.
Bonham-ის მიხედვით, მანქანა სპეციალურად საუდის არაბეთის პრინცისთვის შეიქმნა, რომელიც ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრიაში მოღვაწეობს. მოდელი Tickford-მა შექმნა, რომელიც Aston Martin-ის შვილობილი კომპანიაა. ისინი ავტომობილების ძარებს ხელით აკეთებენ. მხოლოდ Tickford-ის მოდიფიკაციისთვის 50 000£-ია გადახდილი. ამას მანქანის საფასურიც დაემატა. ეს კი დღევანდელი ღირებულებით 186 000$-ის ეკვივალენტია.
პაწაწინა ჰეჩბეკის ტრანსფორმაციისთვის Tickford-მა მანქანის ცხვირი მნიშვნელოვნად გადააკეთა. შეიცვალა ცხაურა, გამოიკვეთა ავტომობილის ტუჩი, ზემოთ კი ერთმანეთის ჰორიზონტალურად განლაგებულმა მაშუქებმა მრგვალი მაშუქები ჩაანაცვლა. ასევე, შესამჩნევია ახალი დისკებიც, გამოკვეთილი თაღები და ლარტყები. მანქანა შეიღება Mini-თვის არასტანდარტულ ფერში.
განცხადებაში ნახსენებია, რომ მოდელი Recaro-ს სპორტული სავარძლებითაც არის წარმოდგენილი, რომელიც წითელ ტყავშია შეკერილი. კოკპიტს Aston Martin-ის მიერ დამზადებული კაკლის გაფორმებაც ამშვენებს. ინტერიერში შეგხვდებათ Clarion-ის აუდიო სისტემა. მანქანა მარცხენასაჭიანია. ეს ნიშნავს, რომ პრინცს ეს ავტომობილი ევროპაში გადაადგილებისთვის სურდა.
უცნობია გაუწია თუ არა Tickford-მა მოდიფიცირება Mini-ის ძრავს. თუმცა, აგრეგატი იდეალურ მდგომარეობაშია. ოდომეტრზე 13 000 კმ-ია გამოსახული. თუ ძრავა ხელშეუხებელია, მაშინ ის 41 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
როგორ ფიქრობთ, რა თანხის სანაცვლოდ გაიყიდება უნიკალური Mini? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.