BMW-ს მფლობელებს ახლა გასაღებად Android-ზე მომუშავე ტელეფონების გამოყენება შეუძლიათ
Aa
Aa

BMW-ს მფლობელებს ახლა გასაღებად Android-ზე მომუშავე ტელეფონების გამოყენება შეუძლიათ

Apple-ს მოწყობილობებს ციფრული გასაღების ფუნქცია 2021 წლიდან აქვს. ახლა ეს ფუნქცია ანდროიდებსაც დაემატება.

ძველი სკოლის რკინის გასაღებების დღეები დათვლილია. მეტიც... BMW მალე ღილაკიან დისტანციურ გასაღებზეც იტყვის უარს. ანდროიდ სისტემაზე მომუშავე ზოგიერთ „სმარტფონზე“ Digital Key Plus აპლიკაციის დაყენება გახდა შესაძლებელი, რომელიც ტელეფონს დისტანციურ გასაღებად აქცევს.

ეს აპლიკაცია ყველა იმ ფუნქციას შეასრულებს, რასაც სტანდარტული გასაღები. Digital Key Plus აპლიკაცია ძალიან დახვეწილ რადიო სიგნალს უზრუნველყოფს. ამ სისტემაზე ბავარიელმა ავტომწარმოებელმა Google-თან ერთად იმუშავა. როგორ ამბობენ, სხვა სიგნალთან გადაკვეთა „ვირტუალურად გამორიცხულია“.

ციფრული გასაღების სისტემა უკვე რამდენიმე წელია არსებობს, თუმცა Digital Key Plus-ი ახალი საფეხურია. მანამდე ტელეფონის უსადენო დამტენზე მოთავსება იყო აუცილებელი. ახლა მისი ჯიბიდან ამოღებაც აღარაა საჭირო.

ეს აპლიკაცია ყველა ტელეფონზე არ დაყენდება. Samsung Galaxy S23+ და Ultra მოდელებზე, Google Pixel 7 Pro-სა და ზოგიერთ სხვა უფრო ძველ Samsung/Google მოდელებზე იმუშავებს. საჭიროა Android 13.1 ან უფრო ახალი ვერსია.

რა თქმა უნდა, Digital Key Plus ფუნქცია თვითონ ავტომობილსაც უნდა ჰქონდეს. ასეთი მოდელები 2022 წლის ნოემბრიდან გამოდის. ბავარიული ავტომწარმოებელი იმაზეც მუშაობს, რომ ეს აპლიკაცია უფრო ძველ მოდელებზეც ხელმისაწვდომი იყოს.

მსგავსი სიახლეები