კლიმატის აქტივისტმა 40 მანქანაზე საბურავები დაუშვა
ერთ მშვენიერ დილას ბოსტონის ერთ-ერთ სამეზობლოში ყველას ერთი და იგივე სურათი დახვდა.
კლიმატის აქტივისტები რადიკალური ნაბიჯებითა და უჩვეულო სტილის აქციებით ყურადღებას მუდმივად იპყრობენ. CrystalAuto-ს მკითხველისთვის ეს ახალი არაა, რადგან მრავალ ასეთ შემთხვევაზე მოგიყევით.
ამ სტატიაში კი ეს სერია უნდა გავაგრძელოთ. აშშ-ში, კერძოდ კი ბოსტონში, არსებობს აქტივისტთა ჯგუბი, რომლებსაც „საბურავის გადამშენებლები“ ჰქვიათ. 19 აპრილს ამ ადამიანებმა 43 ავტომობილზე საბურავები დაუშვეს.
დაჯგუფებამ, რომელმაც მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო, „ბეიქონ ჰილზე“ არსებულ ავტომობილებს „განიარაღებული“ უწოდა. ისინი ფიქრობენ, რომ გლობალური დათბობა ყველა დიდი ავტომობილის მფლობელს უნდა აწუხებდეს. თუ ისინი ამ ფაქტით არ წუხდებიან, მაშინ ასეთ დისკომფორტს იმსახურებენ.
აღსანიშნია, რომ დაჯგუფების ყველა „მსხვერპლი“ SUV-ი იყო. ისინი მიიჩნევენ, რომ დიდი ზომის ავტომობილები საშიშია და გადაადგილებისთვის არაეფექტურია. ისინი უფრო მეტად აბინძურებენ გარემოს და აფერხებენ ქალაქში გადაადგილებას. მათი მოთხოვნაა, რომ ოფიციალურმა პირებმა დიდი ზომის SUV-ების ქალაქში გადაადგილება აკრძალონ. მათ მფლობელებს კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისკენ მოუწოდებენ.
საგულისხმოა ისიც, რომ ჯგუფის წევრების სამიზნე შიგაწვის ძრავით აღჭურვილი მოდელები იყო. EV-ები კი „უვნებლად“ გადარჩნენ. ამ დაჯგუფების მიერ ჩატარებული წინა აქციები ელექტრო ავტომობილებსაც მოიცავდა. აშკარაა, რომ „საბურავების გადამშენებლებმა“ ტაქტიკური გეგმა შეცვალეს.
შემთხვევასთან დაკავშირებით ბოსტონის პოლიციამ გამოიძიება დაიწყო.
რა რეაქცია გექნებოდათ ეს შემთხვევა თქვენს სამეზობლოში რომ მომხდარიყო? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.