აუქციონი, Mitsubishi, Pajero, Evolution
Aa
Aa

რატომ ღირს ეს Mitsubishi Pajero Evolution-ი 52 000$?

Mitsubishi-მ Pajero Evolution-ი ჰომოლოგაციის მოთხოვნებისთვის შექმნა, რათა Dakar Rally-ზე გამოსულიყო.

თუ Mitsubishi-ის მოდელზე Evolution-ის ავთენტურ წარწერას დაინახავთ ეს ნიშნავს, რომ საქმე განსაკუთრებულ ავტომობილთან გვაქვს. მაგალითად, Pajero Evolution-ი ავიღოთ. Pajero-ს ამ ვერსიის არსებობის შესახებ ბევრმა არც კი იცის.

ავტოსპორტის სპეციალური დისციპლინის ჰომოლოგაციისთვის Mitsubishi-მ Pajero Evolution-ი შექმნა. კომპანიას Dakar Rally-ში მონაწილეობა სურდა. ამისათვის სტანდარტული მოდელის მოდიფიცირება იყო საჭირო. 



შედეგად, Pajero Evolution-ის 2 500 ეგზემპლარი ააწყვეს. მათგან 500 მექანიკური კოლოფით გამოვიდა. სურათზე ნაჩვენები მოდელი სწორეთ ასეთი ტრანსმისიითაა აღჭურვილი. ეს ავტომობილი ახლა გასაყიდადაა გამოტანილი. მის სანაცვლოდ კი 52 500$-ს ითხოვენ.

გაცხადებიდან ვიგებთ, რომ ეს მარჯვენა საჭიანი Mitsubishi იაპონიიდან აშშ-ში 2022 წელს ჩაიყვანეს. სამწუხაროდ, მის მფლობელებზე და სერვისის ისტორიაზე არაფერი ვიცით. ოდომეტრზე 209 000 კილომეტრია გამოსახული. მოდელს ქარხნული საღებავი აქვს. ასეთი გარბენის გათვალისწინებით ეს ნამდვილად შთამბეჭდავი გარემოებაა. 



Pajero Evolution-ს სტანდარტული მოდელისგან ბევრი რამ გამოარჩევდა. ერთ-ერთი თვალშისაცემი განსხვავება კორპუსის გამოკვეთილი ნაწილებია. დაბერილია ფრთები. დამატებულია საჰაერო არხები. უკან დიდი ზომის ფრთა გვაქვს. მანქანა მექანიკურ დონეზეც არის გაუმჯობესებული. მოდელს დამოუკიდებელი საკიდარი ოთხივე ბორბალთან აქვს. ასევე, შეცვლილია საჭის სისტემა. 3.5-ლიტრიანი V6 ძრავა კი 276 ცხენის ძალასა და 348 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. სიმძლავრე სარიგებელი კოლოფით ოთხივე ბორბალზე ნაწილდება.

მიუხედავად იმისა, რომ კოლექციონერებისთვის ამ ავტომობილის გარბენი შესაძლოა მიუღებელი იყოს, მანქანის მდგომარეობა მართლაც კარგია. ექსტერიერი იდეალურ მდგომარეობაშია. მოვლილი ჩანს სალონიც.

როგორ ფიქრობთ, ღირს Mitsubishi Pajero Evolution-ი 52 500$? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები