ცნობილმა „იუთუბერმა“ მიმტანს მანქანა აჩუქა
„მისტერ ბისტმა“ გოგონა გაახარა, თუმცა, მაინც გააკრიტიკეს!
როდესაც ერთი ადამიანი მეორეს საჩუქრად ავტომობილს გადასცემს, ეს ძალზედ სასიამოვნო სანახავია. ახლახან ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა „იუთუბერმა“ ზუსტად ეს გააკეთა, რითაც უამრავი ადამიანის სიყვარული დაიმსახურა.
„მისტერ ბისტს“ ინტერნეტ სივრცეში თითქმის ყველა იცნობს. მას ბევრი ადამიანისთვის ექსტრავაგანტური საჩუქარი აქვს გაკეთებული. ამ შემთხვევაში კი მან მიმტანს, მომსახურების ფულადი საჩუქრის ნაცვლად, მანქანა აჩუქა. ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ გოგონა სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო.
თუმცა, ეს ისტორია აქ არ მთავრდება. მანქანა, რომელიც მიმტანს აჩუქეს მისტერ ბისტის შოკოლადის კომპანიის ბანერს ატარებს. მასზე ლოგოა გამოსახული. ეს კი ინტერნეტსივრცეში ისე გაიგეს, რომ „მისტერ ბისტს“ საკუთარი ბრენდის პოპულარიზაცია სურდა.
MrBeast really tipped a whole car pic.twitter.com/SrJGA825Zh
— Dexerto (@Dexerto) March 27, 2023
ეს ყველაზე უწყინარი კომენტარი იყო, რაც ამ ვიდეოს ქვეშ გვხვდება. ზოგი მიიჩნევს, რომ იუთუბერმა მანქანა ისე მორთო, თითქოს 12 წლის გულშემატკივარის ლეპტოპი იყოს...
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც „მისტერ ბისტს“ (რეალური სახელი ჯიმი დონალდსონი) ქველმოქმედებისთვის აკრიტიკებენ. მან 1 000 ადამიანს კატარაქტის ოპერაცია დაუფინანსა. მიუხედავად კეთილი ჩანაფიქრისა, ადამიანებმა ეს ყოველივე „საქველმოქმედო პორნოგრაფიად“ შერაცხეს.
გასულ წელს დონალდსონმა 3.2 მილიონი დოლარის ქველმოქმედება გაიღო. მას 139 მილიონი „ფოლოუვერი“ ჰყავს.
ხალხის ნაწილი მისი ქველმოქმედების გულწრფელობას ეჭვქვეშ აყენებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ასეთი ადამიანები სხვებს ისევ თავისივე პოპულარობისთვის ეხმარებიან. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ქველმოქმედება ქველმოქმედებაა და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგმას შექებას იმსახურებს. რომელი მხარეა სწორი? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.