BMW, Liberty Walk, i8
Aa
Aa

ყველაზე გიჟური i8, რაც ოდესმე გინახავთ

Liberty Walk-მა ძალოვანი აგრეგატი და ინტერიერი ხელშეუხებელი დატოვა.

BMW i8-ს ისეთი დიზაინი აქვს, რომ მისი გამოჩენა და ხალხის ყურადღების მიქცევა ერთია. ეს i8 კი სხვა ყველა ეგზემპლარზე თვალისმომჭრელია. ეს მოდიფიკაცია Liberty Walk-ს ეკუთვნის.

არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად დრამატული სტილი აქვს ავტომობილს. Liberty Walk-ს უფრო დრამატული დიზაინის შექმნა ყოველთვის შეუძლია. ცნობილმა იაპონურმა „ტუნინგ“ ატელიემ ეგზოტიკური სპორტული მოდელის ძარის თითოეული პანელი გააუმჯობესა. 


მანქანას სრულად განსხვავებული წინა ბამპერი აქვს, რომელზეც გამოკვეთილი ტუჩია დაყენებული. იქვეა დამატებული წყვილი ფარფლიც, რომელიც, ალბათ, აეროდინამიკური მიზნებისთვისაა. კაპოტი კარბონისგანაა დამზადებული. Liberty Walk-ის ტრადიციულ სტილში არის გაგანიერებული ფრთებიც.

განიერი ფრთები გვაქვს უკანაც. ახალმა ლარტყამ მანქანა მიწასთან კიდევ უფრო მიაახლოვა. აგრესიული ვიზუალი აქვს i8-ის უკანა ნაწილსაც, სადაც უზარმაზარი დიფუზორი და ფრთა არის დამატებული. დისკები Forgiato-ს ფირმისაა. მასზე Yokohama Advan-ის საბურავებია გადაკრული. 


ასეთი გარდასახვის სრულყოფისთვის, Liberty Walk-მა კორპუსს ხასხასა ვარდისფერი ფირი გადააკრა. შეიცვალა დაკიდების სისტემაც. ტრადიციულად, შეიცვალა დაკიდების სისტემაც. სიმაღლის რეგულირება ღილაკზე ხელის ერთი დაჭერით იქნება შესაძლებელი.

სამწუხაროდ, ძალოვან აგრეგატში ცვლილებები არ შეუტანიათ. ეს ნიშნავს, რომ 3-ცილინდრიანი 1.5-ლიტრიანი ტურბინიანი ძრავა, ელექტრო ძრავასთან ერთად, 369 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

რამდენად მოგწონთ ასეთი სტილის ავტომობილები? ხომ არ ფიქრობთ, რომ ასეთი ვიზუალური გარდასახვა ძალოვანი აგრეგატის მოდიფიცირებასაც იმსახურებს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები