Ford Ranger-ის იდიოტი მძღოლი საჭესთან
Ford Ranger-ის მძღოლი არ ელოდებოდა, რომ თავისი სულელური საქციელი ასე დასრულდებოდა.
საჭესთან მწყობრიდან გამოსვლა საკმაოდ მარტივი, ჩვეულებრივი და ხშირი მოვლენაა. ამას ბევრი რამ იწვევს. მაგალითად, როდესაც გეჩქარებათ და თქვენ წინ მიმავალი მანქანა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მიღოღავს. მიუხედავად ამისა, მანქანის მართვისას თავი ხელში უნდა ავიყვანოთ და ყველა ემოციაზე კონტროლი უნდა გვქონდეს. სხვაგვარად სხვის და საკუთარ სიცოცხლესაც საფრთხეში ჩავაგდებთ ან/და დავისჯებით. ეს ყველაფერი კი ვიდეოში ნაჩვენები Ford Ranger-ის მძღოლმა ნამდვილად არ იცის.
Reddit-ზე მოპოვებული კადრები ავსტრალიაშია გადაღებული. სამწუხაროდ, კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი არ ჩანს. თუმცა, Ranger-ის მფლობელს რომ მთელი ქვეყანა თავისი ჰგონია - ეს ნათელია.
თავდაპირველად, Ford-ი იმ ავტომობილს კუდზე „აჯდება“, საიდანაც ვიდეოა გადაღებული. ის იმდენად ახლოსაა წინ მიმავალ მანქანასთან, რომ ბამპერით ეხება კიდეც. ასეთ დროს უწყინარი დამუხრუჭებაც საკმარისია იმისთვის, რომ მანქანები ერთმანეთს მძიმედ შეასკდნენ. პირველი შეხება წინ მიმავალი ავტომობილის მძღოლმა უგულებელყო და გზა განაგრძო. ამან მანქანებს შორის მანძილი გაზარდა. ეს პიკაპის მძღოლს არ მოეწონა და ფეხი აქსელერატორის სატერფულს გაბედულად დააჭირა. შედეგად, ის წინ მიმავალ მანქანას დაეჯახა და უსაფრთხოების ბალიშები გაიხსნა.
Ford-ის მძღოლი იმდენად გაბრაზებული იყო, რომ მას არც კი უფიქრია რა შედეგებამდე შეიძლება მისულიყო სხვა მანქანის კუდთან ასე ახლოს, დიდი სიჩქარით მისვლა. ამის გამო ის დაისაჯა. მანქანის სტრუქტურულმა სიხისტემ ავარია არც კი შეიმჩნია, თუმცა, უსაფრთხოების ბალიშის სენსორები გააქტიურდა.
არ აქვს მნიშვნელობა რის გამო იყო გაბრაზებული Ranger-ის მძღოლი. ის ამ ავარიაში დამნაშავეა და მანქანაც დაუზიანდა.
ჩვენ ამ სიტყვებს ხშირად ვწერთ და კიდევ გავიმეორებთ - სხვის შეცდომებზე სწავლა ყოველთვის მომგებიანია. ყოველთვის, როცა წინ მიმავალ ავტომობილს კუდზე ასე მიუახლოვდებით (ან თქვენ მოგიახლოვდებიან) ეს ფაქტი გაგახსენდეთ...