Hyundai, პარკირება, e-Corner
Aa
Aa

Hyundai-ის ახალი ტექნოლოგია პარალელური პარკირების პრობლემას ხსნის

Hyundai-ის e-Corner სისტემის დანერგვა საწარმოო მოდელებში სურს.

Hyundai Mobis-მა ახლახან Ioniq 5-ის პროტოტიპის ახალი ვიდეო გაავრცელა, სადაც e-Corner System-ის დემონსტრირებაა ნაჩვენები. ეს უკანა საბურავების 90 გრადუსით მოხვევას გულისხმობს, რაც მანქანის მანევრულობას დრამატულად აუმჯობესებს.

სამხრეთ კორეაში შემუშავებული სისტემა თითოეულ ბორბალთან უნდა განთავსდეს. ტექნოლოგიური მოდული საჭეს, მუხრუჭს და დაკიდების სისტემას აერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნოლოგია საბოლოოდ დახვეწილი ჯერ არ არის, Hyundai-ს მისი დანერგვა სერიულ ავტომობილებში სურს.

ქვემოთ მიბმულ ვიდეოში ამ სისტემის მთავარი ფუნქციებია ნაჩვენები. პირველი ე.წ. Crab Mode-ია. ის GMC Hummer EV-ის მსგავსად მუშაობს. თუმცა, ამერიკული ანალოგისგან განსხვავებით, რომელსაც დიაგონალზე მოძრაობა შეუძლია, Hyundai-ის ეს რეჟიმი მანქანას გვერდებზე ამოძრავებს. ასე პარალელურ პარკირებასთან დაკავშირებული სირთულეები სრულად გამოირიცხება. საკმარისია ცარიელი ადგილის გვერდით გაჩერდეთ და მანქანა სასურველ პოზიციაზე „შესრიალდება“.

ტექნოლოგიას დამატებით Zero Turn-ის რეჟიმიც აქვს. ამ დროს მხოლოდ უკანა საბურავები უხვევს, რა დროსაც მანქანა 360 გრადუსით ტრიალებს. ე.წ. Pivot Turn-ის რეჟიმში ავტომობილის ბორბლები ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით ტრიალებს, რაც სასურველი მანევრის შესასრულებლად დამატებით შესაძლებლობებს აჩენს.

„ჩვენ e-Corner System-ის იდეალურად დახვეწას ვაპირებთ, რათა ეს ტექნოლოგია სამომავლო მოთხოვნებთან სრულად შესაბამისი იყოს.“ - აცხადებს Hyundai Mobis-ის ტექნიკური დირექტორი.

როგორ ფიქრობთ, რამდენად გამოყენებადი იქნება e-Corner-ის ტექნოლოგია ყოველდღიურ ცხოვრებაში? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები