გაყიდვები, სტატისტიკა
Aa
Aa

2022 წელს 79,4 მლნ ახალი მანქანა გაიყიდა

ანალიტიკური კომპანია JATO Dynamics-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წელს მსოფლიოში 79,4 მილიონი ახალი ავტომობილი გაიყიდა. აღნიშნული 2%-ით ნაკლებია, ვიდრე 2021 წელს. შედეგებმა აჩვენა, რომ კლება ძირითადად წამყვანი ბაზრების - ჩინეთის, ამერიკისა და ევროპის შემცირების ხარჯზე მოხდა, თუმცა მეტნაკლებად დაბალანსდა განვითარებად ბაზრებზე გაყიდვების ზრდის ხარჯზე, როგორებიცაა ახლო აღმოსავლეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთ-აზია და აფრიკა.

ამავე კვლევით ცნობილი ხდება, რომ 2022 წელს გაყიდულ ახალ ავტომობილებს შორის ლიდერია Toyota RAV4. როგორც ირკვევა, 2022 წელს მისი მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული, რა ნიშნულსაც სხვა მოდელებმა ვერ მიაღწია. მეორე ადგილზეა Toyota Corolla, რომელსაც ცოტა დააკლდა მილიონამდე - 992,000. მესამეზე კი Tesla Model Y გავიდა - 747,000 გაყიდული ეგზემპლარით.

ათეულში სულ Toyota-ს 5 მოდელია წარმოდგენილი, ორი ჰყავს Tesla-ს, დანარჩენები კი მოდის Ford-ზე, Nissan-სა და Honda-ზე, ერთი მოდელით შესაბამისად.

კონცერნებს შორის, როგორც უკვე ცნობილია, ლიდერი იყო Toyota, რომელზეც მოდის გასულ წელს გაყიდული 100 ავტომობილიდან, ყოველი მეცამეტე. მეორეზეა Volkswagen Group, მესამეზე კი Hyundai-Kia, მათ მოჰყვებიან Stellantis და General Motors.

რაც შეეხება სეგმენტებს, მიუხედავად ჯამში 2%-იანი კლებისა, ქროსოვერები გაყიდვების ლიდერები იყვნენ, მათზე მოდის მთლიანი გაყიდვების 39.7%, (2021 წელს 41.3%). მეორეზეა სედანები - 20%, შემდეგ არის ჰეჩბეკები - 16%, პიკაპები - 8%, მინივენებზე მოდის -4%, ხოლო კომერციული დანიშნულების ავტომობილებზე - 8%.

წყარო: BPN.ge

მსგავსი სიახლეები