ამ Acura NSX-ს ყველაზე ძვირადღირებული მისაბმელი აქვს
Acura-ს სუპერავტომობილი სრულად განადგურებას გადაარჩინეს.
Acura NSX-ს ბუქსირებისას ვერასდროს შეამჩნევთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მასზე სხვა NSX-ის ნახევარი ნაწილია გამობმული. მიუხედავად ამისა, ეს ავტომწარმოებელი 2023 წლის One Lap of America-სთვის სწორედ ამას გეგმავს.
Acura-მ საავტომობილო სამყაროს სიამაყით ამცნო, რომ 2023 წლის ერთ-ერთ ღონისძიებაზე მონაწილეობას ის „ერთნახევარი" NSX-ით მიიღებს. 8 დღე, 5 150 კმ, 15 შტატი და აშშ-ს საუკეთესო სარბოლო ტრეკები.
ამ მიზნისთვის Acura-ს საბუქსირე დასჭირდა. იქ საბურავები, საპოხი საშუალებები და ხელსაწყოები უნდა შეინახონ. წინააღმდეგ შემთხვევაში NSX-ი საუკეთესო დროების დაფიქსირებას ვერ შეძლებს.
NSX-ზე გამობმული ნახევარი NSX-ი Auto Development Center-ის გუნდმა შექმნა. ეს ეგზემპლარი სატესტო გახლდათ, რომელიც განადგურებას ექვემდებარებოდა. ამის ნაცვლად „აკურას“ გუნდმა მანქანა შუაზე გადაჭრა, სპეციალური ხუფები დაუყენა და ღონისძიებისთვის გაამზადა.
საბუქსირეს H&R-ის დაკიდების სისტემა, HRE-ის მსუბუქი დისკები, Falken-ის სპორტული საბურავები და უკანა ხედვის კამერა აქვს. ყველა ჩამოთვლილი დეტალით არის აღჭურვილი სრულფასოვანი NSX-იც.
შეჯიბრზე გამოსასვლელად „ერთნახევარ“ NSX-ს TLX Type S-იც გაჰყვება, სადაც მექანიკოსები და მეორე მრბოლელი ისხდებიან. ამ უკანასკნელ ავტომობილსაც HRE-ის მსუბუქი დისკები და სპორტული დაკიდების სისტემა აქვს. მოდელს უკან კარბონის დიფუზორიცა და სპოილერიც ამშვენებს.