აუქციონი, Aston Martin, DBX, DBX 707, ჩაძირული ავტომობილი
Aa
Aa

ეს უახლესი Aston Martin DBX 707 ჩაძირულია და აუქციონზეა გამოტანილი

ამ Aston Martin DBX 707-ის შეკეთება ან ძალიან იაფი დაჯდება ან ძალიან ძვირი.

Aston Martin DBX 707 ერთ-ერთი ყველაზე მხეცური SUV-ია, რაც ოდესმე შექმნილა. ეს ავტომობილი უმაღლესი დონის კომფორტს, აგრესიულ და ამავდროულად დახვეწილ ვიზუალს, ექსკლუზიურობას და საოცარ სიმძლავრეს გვთავაზობს. სამწუხაროდ, ერთ-ერთი ეგზემპლარი, 315 კმ-იანი გარბენით, წყლით დაიფარა და გასაყიდადაა გამოტანილი. მსურველებს მისი შეძენა აშშ-ს IAAI-ის აუქციონზე შეუძლიათ.

DBX 707 ნიუ იორკში იყიდება. ავტომობილი ერთი შეხედვით წუნდაუდებლად გამოიყურება. თუმცა, ეს ლამაზი SUV-ი დაზიანებული ავტომობილების სადგურზე დგას. სამწუხაროდ, ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ არის დაზიანებული DBX-ი არ ვიცით. შესაძლოა მანქანაში წყალი მცირე რაოდენობით მოხვდა. შესაძლოა ისიც, რომ მძღოლმა თავისი ძვირადღირებული SUV-ით ღრმა წყალში იარა. 



აუქციონის სურათებში მონიშნულია ის ადგილიც, სადამდეც წყლის დონე იყო მისული. თუმცა, სურათი ისეთი კუთხითაა გადაღებული, რომ ადამიანისთვის ნამდვილ თავსატეხს აჩენს. მიუხედავად ამისა, DBX წყლით სრულად დაფარულს ნამდვილად არ ჰგავს. ინტერიერი სუფთად გამოიყურება, ხოლო ხალიჩების მდგომარეობა ავტოსალონში დაყენებული ავტომობილის მდგომარეობას მოგაგონებთ. სურათებიდან ისიც ჩანს, რომ ელექტრო დეტალები ფუნქციურია.

თუმცა, საინტერესოა რა ხდება ძრავის განყოფილებაში. თუ წყალი აგრეგატის საჰაეროებში მოხვდა, მაღალი ალბათობით, ძრავა დაზიანებული იქნება. შეგახსენებთ, რომ DBX 707 4-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 697 ცხენის ძალასა და 900 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. შედარებისთვის გეტყვით, რომ ეს Lamborghini Urus-ზე 50 ცხენის ძალით მეტია. Ferrari-ის SUV-ის კი 18 ცხენის ძალით ჩამორჩება.

შეიძენდით ამ ავტომობილს ასეთი ისტორიითა და დაზიანებით? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.



მსგავსი სიახლეები