AMG, Mercedes-Benz, E60, W124
Aa
Aa

ეს 1993 წლის Mercedes-Benz E60 AMG 45 მოდელიდან ერთ-ერთია

Mercedes E60 AMG-ს 6-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავა ჰქონდა, რომელიც 375 ცხენის ძალასა და 580 ნიუტონ მეტრს გამომიუშავებდა.

ყველა მანქანა, რომელსაც AMG-ს ავთენტური წარწერა აქვს, განსაკუთრებულია. ეს 1993 წლის Mercedes-Benz E60 AMG-ი კი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული AMG-ია, რაც ოდესმე შექმნილა. მისი ერთ-ერთი ეგზემპლარი გასაყიდად არის გამოტანილი და უამრავი ადამიანის ყურადღებაც მიიპყრო.

E60 AMG წარმოება საკმაოდ შეზღუდული იყო. ეს W124 თაობის E-Class-ის მაღალი წარმადობის ვერსია იყო, რომელიც AMG-სთან კოლაბორაციით შეიქმნა. ეს ის პერიოდია, როდესაც Mercedes-ი და AMG-ი დამოუკიდებელი კომპანიები იყვნენ. „ტუნინგ“ კომპანიის მიერ მოდიფიცირებული ძრავა 6-ლიტრიანი იყო, 8 ცილინდრი ჰქონდა, 375 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და 582 ნიუტონ მეტრი სიმძლავრე ჰქონდა. ეს მონაცემები იმ პერიოდისთვის ქვას ხეთქავდა.



სურათზე ნაჩვენები ეგზემპლარი ევროპული ვერსია გახლავთ. მისი გასაყიდი განცხადება Cars & Bids-ის აუქციონზეა ატვირთული. განცხადების აღწერიდან ვიგებთ, რომ ავტომობილი აშშ-ში იაპონიიდან 2022 წლის თებერვალში შეიყვანეს. სასურველობას ისიც ზრდის, რომ მსოფლიოში სულ 100-150 E60 AMG არსებობს. მათგან მხოლოდ 45 იყო ქარხნულად გამოშვებული, რომელთაც 957 AMG Tecknik-Paket-ი ჰქონდა. სურათზე ნაჩვენები მოდელი კი სწორედ ერთ-ერთი მათგანია.



უნდა ითქვას ისიც, რომ მანქანა იდეალურ მდგომარეობაში არ არის. განცხადებაში ნათვამია, რომ კორპუსს გარკვეულ ადგილებში საღებავი აქვს ამძვრალი. ასევე, ძრავის განყოფილებაში დაჟანგებულია გარკვეული დეტალები. სხვა მხრივ ეს E60 AMG კარგ მდგომარეობაშია. მოდელი დინამომეტრზეც შეამოწმეს, სადაც საბურავზე 330 ცხენის ძალა და 594 ნიუტონ მეტრი აჩვენა.

რა ფასად შეიძენდით ამ ავტომობილს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები