Rezvani Tank-ს ფლაგ-ინ ჰიბრიდული აგრეგატიც ექნება
Aa
Aa

Rezvani Tank-ს ფლაგ-ინ ჰიბრიდული აგრეგატიც ექნება

ეკონომიური Tank-ი...

მათთვის, ვისაც ყველგანმავლები ძალიან უყვართ, მაგრამ საწვავის ეკონომია მაინც აღელვებთ, კარგი ამბავი გვაქვს: 2023 წლის Rezvani Tank-ს ფლაგ-ინ ჰიბრიდული აგრეგატი ექნება.

კალიფორნიული კომპანია Rezvani-ს ავტომობილი Tank-ი Jeep Wrangler-ზეა დაფუძნებული. ეს ავტომობილი Wrangler-ის V-6 და V-8 ძრავებითაა ხელმისაწვდომი. ყველაზე ძლიერი ვერსია 1 000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ახლა კი აგრეგატების არჩევანს ფლაგ-ინ ჰიბრიდულიც დაემატება.

2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ტურბოდაბერვის ძრავა ორ ელექტრო მოტორთან ერთად მუშაობს. ელექტრო მოტორები ჯამში 375 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მხოლოდ ელექტრო რეჟიმში ავტომობილს 34 კილომეტრის გავლა შეუძლია. ბატარეა 17.3კვ/სთ-იანია.

Rezvani-მ შეკვეთების მიღება ჰიბრიდული ვერსიისთვისაც დაიწყო. 2023 წლის V-6 ძრავიანი Tank-ის ფასი $175,000-დან იწყება. ჰიბრიდული ვერსია $8,500-ით ძვირი ღირს.

უახლესი მოდელების დამატებით აღჭურვილობაში თერმული კამერა, ტყვიაგაუმტარი ჯავშანი - კევლარის პანელები და საწვავის ავზიც შედის. დამატებითი თანხის გადახდით ტყავის სალონს და ალკანტარას თავის მისადებებს მიიღებთ.

მიუხედავად იმისა, რომ Rezvani ბოლო წლებში SUV სეგმენტზე ფოკუსირდება, თავისი ფესვები არ დავიწყებია. ახლა კომპანია თავისი პირველი მოდელის გაუმჯობესებაზე მუშაობს. როდის ვიხილავთ Ariel Atom-ზე დაფუძნებული Beast-ის ახალ თაობას, ჯერ უცნობია.

მსგავსი სიახლეები