Porsche, Porsche 911, პორშე, გემბალა, gemballa, avalanche, pop up
Aa
Aa

სპეციალური შეკვეთის Gemballa Avalanche

მოგეხსენებათ, რომ Porsche-ს დიზაინი ყოველთვის განსხვავებული იყო. აგრეთვე, მისი ტექნიკური მხარეც სხვა სტანდარტებში იყო მოქცეული. შესაბამისად, მისი გაუმჯობესება ყველას არ შეეძლო. მიუხედავად მსგავსი სირთულეებისა, Gemballa-მ ისტორიული მნიშვნელობის ავტომობილები მაინც შექმნა.

გასული საუკუნის ყველაზე მისტიური „ტუნინგებიდან“ ერთ-ერთი გამორჩეული Gemballa იყო. ეს კომპანია ძირითადად პორშეს გაუმჯობესებით იყო დაკავებული. მისი მოდელები ინდივიდუალური შეკვეთების საფუძველზე იწყობოდა და არნახული ღირებულება ჰქონდა. დღეს ჩვენ Gemballa-ს ერთერთ ყველაზე გამორჩეულ მოდელს გავიხსნებთ, რომელმაც თავის დროზე მსოფლიო გააოცა. 

Nostalgic Wednesdays: Porsche 930 Gemballa Avalanche | Porsche, Super cars,  Classic porsche

Gemballa Avalanche მხოლოდ შეკვეთით მზადდებოდა და წარმოების განმავლობაში სულ რაღაც 15 ერთეული შეიქმნა, რომლებიც ერთმანეთისგან მცირედით განსხვავებული იყო. ძირითად აგრეგატებს რაც შეეხება, აღნიშნული მოდელები 6-ცილინდრიანი და 3.4-ლიტრიანი ოპოზიტური ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც ჰაერით გრილდებოდა და 375 ცხენისძალას გამოიმუშავებდა.

Porsche 911 964 Avalanche (Gemballa) | Classic Days Schloss … | Flickr

Avalanche-ს ვიზუალი უამრავი ლამაზი დეტალით იყო გაფორმებული. ამ ავტომობილს ე.წ. Pop Up მაშუქები ჰქონდა, რომელიც, ზოგიერთის თქმით, „პორშეს“ დიზაინს არ უხდებოდა, თუმცა ეს თემა ყოველთვის საკამათო იყო. სინამდვლიეში კი ამ დეტალის დანიშნულება ჰაერთან ნაკლები წინაღობა იყო. არსებული 15 მოდელიდან იყო ისეთიც, რომელსაც 4 ამოსაწევი მაშუქი ჰქონდა. ეს მოდელი ამერიკელი დამკვეთის სურვილი იყო და მისი ვინაობა დღემდე ანონიმურია.

Avalanche-ს ვერსიებში არსებობდა ისეთი მოდელიც, რომელსაც უამრავი ტექნოლოგიური სიახლე ჰქონდა დამატებული, რაც 80-იან წლებში დიდი ფუფუნება იყო. აღნიშნულ მოდელს სარკეები საერთოდ არ ჰქონდა და მათ ადგილს უკანა ხედვის კამერები იკავებდა, რომლებიც კარებზე ისე იყო დამონტაჟებული, რომ საერთო ვიზუალს ძალზედ უხდებოდა. ამ მოდელის ფასი 350 000 გერმანულ მარკას შეადგენდა, რაც დღეს 700 000 ამერიკულ დოლარის ეკვივალენტია.

This Gemballa Press Shot Collection Will Rock You

Gemballa-ს სამოდელო სიაში უმარავი „გიჟური“ მოდელია, რომლებზეც ეტაპობრივად მოგიყვებით, უბრალოდ დასანანია, რომ თანამედროვე ავტოწარმოებაში მსგავსი ტიპის ვერსიები ძალიან ცოტაა. დაველოდოთ.....ყველაფერი ხომ დროში ისინჯება?!

მსგავსი სიახლეები