Mansory Edition Cullinan-ს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სანომრე ნიშანი აქვს
გასაკვირი არაა, რომ მსოფლიოში ყველაზე ძვირი სანომრე ნიშანი მსოფლიოში ერთადერთ Mansory Edition Cullinan-ს აქვს.
დუბაის სანომრე ნიშანი P 7 გასულ წელს აუქციონზე $15 მილიონად გაიყიდა. ახლა კი ის Mansory Edition Cullinan-ზე შენიშნეს.
ალბათ გაინტერესებთ, რატომ გადაიხადა ვიღაცამ სანომრე ნიშანში ამხელა თანხა. აუქციონმა One Billion Meals კამპანიის ფარგლებში $27 მილიონის მოგროვება შეძლო. ამ კამპანიის მიზანი გლობალურ შიმშილთან ბრძოლაა.
ახლა კი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სანომრე ნიშანი Mansory Edition Cullinan-ზე შენიშნეს.
ამ ავტომობილს ზედმეტსახელად Mansory Linea D’Oro ჰქვია, რადგან 24-კარატიანი ოქროთია გაფორმებული.
Cullinan-ის გული 6.7-ლიტრიანი ტვინ ტურბო V12 ძრავაა, რომელიც ჩვეულებრივ 563 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მაგრამ Mansory-მ ცხენის ძალების რაოდენობა 600-მდე გაზარდა.
ავტომობილის კიდევ ერთი მშვენება 24-იანი დისკებია.
მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ავტომობილის ქუჩაში გამოჩენა ისედაც უკვე ყველასთვის დასამახსოვრებელი იქნებოდა. ასეთი სანომრე ნიშნით, კი ეს Cullinan-ი კიდევ უფრო გამორჩეულია.