Range Rover, Range Rover Sport, Manhart, SV650
Aa
Aa

Manhart-მა Range Rover Sport-ი 644-ცხენისძალიან მონსტრად აქცია

„ტუნინგ“ ატელიემ მანქანის სიმაღლეც დასწია და კორპუსზე ოქროსფერი აქცენტები დაუმატა.

Manhart-ი „ტუნინგ“ ატელიეა, რომლის მიერ გადაკეთებული ავტომობილებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ახლახან კომპანიამ ხელში Land Rover Range Rover P530 ჩაიგდო და ის SV 650-ად აქცია. შედეგად, ეს სრული ზომის SUV-ი 644 ცხენის ძალასა და 900 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Range Rover Sport P530 BMW-ს მიერ მიწოდებულ 4.4-ლიტრიან ტურბინიან V8-ს იყენებს. ამ აგრეგატის ქარხნული სიმძლავრე 523 ცხენის ძალას და 750 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. „მანჰარტმა“ ეს ძრავა აიღო და თავის MHtronik გადაცემათა კოლოფს დაუწყვილა. ასევე, დამატებულია გამშვები სისტემის დისტანციურად მოქმედი სარქვლები. 



„ტუნინგ“ ატელიე მონაცემების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. თუმცა, ვიცით, რომ სტანდარტული ვერსია 0-დან 100-მდე 4.3 წამში ჩქარდება. ეს იმ შემთხვევაში თუ მძღოლი Dynamic Launch სისტემას იყენებს.

ცვლილებებია დაკიდების სისტემაშიც. ამ ვერსიაში Range Rover Sport-ი მიწას 30 მილიმეტრით მიუახლოვდა. ასევე, შეცვლილია დისკებიც. მსურველებს ავტომობილის შეძენა 24-დუიმიანი დისკებითაც შეუძლიათ.




მოდელს ვიზუალურად Manhart-ის ტრადიციული გაფორმება ამშვენებს. ოქროსფერი ხაზები შავ SUV-ის საოცრად უხდება. ამავე ფერშია შეღებილი დისკებიც.

სალონში მძღოლსა და მგზავრებს 13.7-დუიმიანი მაჩვენებელთა დაფა, 13.1-დუიმიანი მულტიმედიის ეკრანი და 29 დინამიკით წარმოდგენილი ხმის სისტემა დახვდებათ.

მსურველები ავტომობილის შეკვეთას 31 მაისიდან შეძლებენ. ფასის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გასაჯაროებულა.

მსგავსი სიახლეები