ამ Range Rover-მა მიწის ქვეშ ერთი წელი გაატარა
ამ მდიდრულმა SUV-მა, რომელიც თავის დროზე $100,000 ღირდა, მიწის ქვეშ 1 წელი გაატარა.
Range Rover-ი თავისი კარგი ყველგანმავალი შესაძლებლობებითაა ცნობილი.
თუმცა, რა მოხდება, თუ ის 1 წელს მიწის ქვეშ გაატარებს? ამ გიჟურ კითხვაზე პასუხის გაცემა ორმა „იუთუბერმა“ გადაწყვიტა.
ეს ისტორია იმით იწყება, რომ ტაილერ ჰუვერმა Hoovies Garage-დან თავისი 2023 წლის Range Rover-ი მექანიკურად გაანადგურა.
შეკეთებისთვის 8 000$ იყო საჭირო. ჰუვერმა გადაწყვიტა, რომ ფული არ დაეხარჯა.
ჯართად ეზოში დატოვების მაგივრად, მან ავტომობილის დამარხვა გადაწყვიტა.
ავტომობილი 1 წლის განმავლობაში კანზასში მიწის ქვეშ იყო ჩაფლული. ჰუვერი იქ მის მეგობართან ერთად დაბრუნდა და ავტომობილის ამოთხრა გადაწყვიტა.
Range Rover-ი ჯაჭვებით ამოიტანეს და მისი მდგომარეობა შეაფასეს.
წინა და უკანა მინები ჩამსხვრეულია. კაპოტი დაზიანებულია. დაკიდების სისტემა განადგურებულია.
ავტომობილი გარედანაც და შიგნიდანაც ტალახის დიდი ფენითაა დაფარული.
ტალახი ძრავის განყოფილებაშიც ჩავიდა. ბიჭებმა ის წყლის მაღალი წნევით გადარეცხეს.
Range Rover-ი მთლიანად გაასუფთავეს და მისი გზაზე დაყენება გადაწყვიტეს.
თუმცა, მონაცემთა დაფაში წყალი იყო შესული. წყალი იყო ზეთშიც.
როგორც ვარაუდობდნენ, ძრავის ამუშავება ვერ შეძლეს.
ვიღაცისთვის ეს ავტომობილი კარგი საჩუქარი იქნებოდა და სწორ ხელებში შეიძლებოდა გზაზეც დაბრუნებულიყო.