BMW, M5, E39
Aa
Aa

რატომ ღირს ეს BMW E39 M5 300 000$?

ამ E39 თაობის M5-ის ოდომეტრზე 1 200 კმ-ია გამოსახული.

E39 თაობის BMW M5 ის ავტომობილია, რომლის ფლობაზე უარსაც, ალბათ, არავინ იტყოდა. ამ მანქანას ულამაზესი და უკვდავი სტილი, მძლავრი V8, საოცარი მართვადობა, დახვეწილი ინტერიერი და შთამბეჭდავი ხმა აქვს. თუმცა, ღირს თუ არა ეს დაბალგარბენიანი ეგზემპლარი 300 000$?

ეს M5 ყველასთვის ნაცნობ ფერში - Imola Red-შია შეღებილი. შესყიდვის დღიდან ის მხოლოდ ერთი ოჯახის მფლობელობაში იყო. ამ ავტომობილს ისინი თითქმის არ მოიხმარდნენ, რასაც მისი მდგომარეობის გარდა, ოდომეტრიც ადასტურებს. M5-ს მხოლოდ 1 200 კილომეტრი აქვს დაფარული.



ეს ალბათ ყველაზე კარგად შენახული E39 M5-ია, რომლის ყიდვაცაა შესაძლებელი. სადილეროს ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ მანქანა წლების განმავლობაში სპეციალურ ფარეხში იყო დაყენებული, სადაც ტემპერატურა კონტროლდებოდა.

იმისათვის, რომ მანქანა გასაყიდად ბოლომდე მზად ყოფილიყო სრული სერვისიც ჩატარდა. გარდა ამისა, ქარხნული Dunlop SP Sport 8080 საბურავები Michelin Pilot Sport 4S-ით ჩაანაცვლეს. M5-ს ყველა საჭირო საბუთი და ჩანაწერი მოჰყვება.




E39 M5 4.9-ლიტრიანი V8 ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სიმძლავრე უკანა ღერძზე 6-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფით ნაწილდება. დღეს ეს მონაცემები სპორტული სედანისთვის გამაოგნებელი ნამდვილად არ არის. თუმცა, 2000-იანი წლებში E39 M5 თავისი დროის „სუპერქარებს“ უშრობდა სისხლს.

რას ფიქრობთ, ღირს ეს ავტომობილი 300 000$? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთში ვიღაც 1980 წლის „ნივას 288 000$-ად ყიდის ამ ლეგენდარული მოდელის სანაცვლოდ 300 000$-ის დათმობა სავსებით გამართლებულია. არ გვეთანხმებით? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები