Lada, Niva
Aa
Aa

ამ 1980 წლის Lada Niva-ს 220 კმ აქვს გარბენი და 288 000$ ღირს

დროის რუსული „მანქანა“ ისე გამოიყურება, თითქოს ქარხანა ახლახან დატოვა.

Lada Niva ალბათ ყველაზე ცნობილი საბჭოთა ავტომობილია. ოკუპანტების ქვეყანაში ეს მანქანა გამოსვლისას 9 000$ ღირდა. ახლა კი ამ შენახული ეგზემპლარის სანაცვლოდ 288 000$ ითხოვენ. ნამდვილი აბსურდი! ეს ფასი მხოლოდ იმიტომ, რომ მის ოდომეტრზე 220 კმ-ია გამოსახული.

1977 გამოშვებული Niva ხისტი, მინიმალისტური და ეკონომიური მანქანის სახელით იყო ცნობილი. წლების განმავლობაში მასში შეტანილი ყველა ცვლილებაც ხისტი, მინიმალისტური და ეკონომიური გახლდათ. ერთადერთი, რაც ამ ავტომობილში დასაფასებელია მისი მდგომარეობაა. ვიღაც Niva-ს „პათოლოგიურად“ 43 წლის განმავლობაში უვლიდა. მოდელს ქარხნული შეფუთვებიც მოჰყვება.



ვინ მოუვლიდა Niva-ს პათოლოგიურად? პასუხი მარტივია - რუსი პათოლოგი. მანქანა რუსეთშია. მფლობელს ყველა ქარხნული საბუთიც შენახული აქვს, რომლითაც მანქანის შესყიდვის თარიღი დასტურდება.

ეს Niva ყველა მხრიდან ახალია. ცვეთა ან ხმარების კვალი არც ერთ დეტალს აღენიშნება. სალონში კი სპეციალური ხუფებიც გვაქვს, რომელიც კომპონენტებს იცავს.

ვინც არ იცით გეტყვით, რომ Niva-ს კაპოტი 1.6-ლიტრიან 4-ცილინდრიან ძრავას მალავს (დიახ, ნამდვილად კარგია, რომ მალავს), რომელიც 75 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. შედარებისთვის გეტყვით, რომ ამჟამინდელ ვერსიას 1.7-ლიტრიანი ძრავა აქვს, რომელიც გამაოგნებლად ბევრ, 82 ცხენის ძალსა გამოიმუშავებს! ეს კოლოსალური სიმძლავრე 4-ვე საბურავზე 4-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფით ნაწილდება. რაღა გვიჭირს...


2023 წლის Lada Niva Legend-ის ფასი ტერორისტების ქვეყანაში 8 664$-ია. ამ შენახული ჯართის სანაცვლოდ კი ზემოთ ნახსენები პათოლოგი 288 000$-ს ითხოვს.

როგორ შეაფასებდით ადამიანს, ვინც ამ Niva-ს ამ ფასად შეიძენს? მოიხმეთ ფანტაზია, გაგვახალისეთ კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები