Aa Aa
28 მაისი 2023  |  14:34

როგორ გამოიყურება Tesla Cybertruck-ის ინტერიერი?

აქამდე Tesla-ს ელექტრო სატვირთოს არაერთი ვიდეო ან ფოტო გვინახავს, მაგრამ ინტერიერის სურათები პირველად გავრცელდა.

ინტერნეტში სურათები გავრცელდა, რომლებიდანაც ვიგებთ, როგორი იქნება Tesla Cybertruck-ის ინტერიერი.

ბოლო დროს ამ ავტომობილის ტესტირებების ბევრი ვიდეო ვნახეთ. ახლა კი ინტერიერის ფოტოებიც გვაქვს.

ეს ფოტოები Tesla-ს აქციონერების ყოველწლიურ შეკრებაზეა გადაღებული.

საჭის დიზაინი ახალი Model S-ისა და Model X-ის საჭის ნაზავს ჰგავს.

Tesla-ს სხვა მოდელების მსგავსად, Cybertruck-ის სალონშიც გიგანტური ეკრანია.

გადაცემების გადამრთველს ეძებთ? ჩვენც ვერ შევნიშნეთ. სავარაუდოდ, მის ფუნქციებს სენსორული ეკრანი შეითავსებს.

ცენტრალური კონსოლის დიზაინი კი მინიმალისტურია.

Cybertruck-ის წარმოება ამ ზაფხულში დაიწყება. კლიენტებისთვის მიწოდება - შემოდგომაზე.

გაზიარება: