Dodge, HEMI Challenger
Aa
Aa

„შავი მოჩვენება“ აუქციონზე 1 მილიონ დოლარად გაიყიდა

1970 წლის Challenger R/T SE-ის საოცარი ისტორია აქვს და ის ფლორიდის ერთ-ერთ კოლექციას შეემატა.

ლეგენდარული, 1970 წელს გამოშვებული Dodge HEMI Challenger-ი, სახელად „შავი მოჩვენება“, ახლახან აუქციონზე 975 000$-ად გაიყიდა. აუქცონის გადასახადის ჩათვლით ამ ავტომობილის ფასმა 1 072 500$-ს მიაღწია. ამ „ამერიკულ კუნთებს“ განსაკუთრებული ისტორია აქვს.

ამ HEMI Challenger-ს „შავი მოჩვენება“ ქუჩის რბოლების შემდეგ შეარქვეს. ეს ყველაფერი დეტროიტში იღებს სათავეს. ეს ავტომობილი შეძენიდან გასხვისებამდე ერთი ოჯახის ხელში გახლდათ. ამ Challenger-ით ქუჩის რბოლებში იღებდნენ მონაწილეობას. ეს იყო მისტიკური მოდელი, რომელსაც ვერავინ ასწრებდა. შავი „ჩელენჯერის“ ისტორია ფილმის სცენარს ჰგავს.



ეს ავტომობილი Dodge-ისთვის იმდენად განსაკუთრებული გახლდათ, რომ Challenger-ის წარმავალი მოდელის უკანასკნელ ვერსიას „Last Call-იც“ შეარქვეს. როგორც ხედავთ, ავტომობილს ისტორიას საინტერესო აქვს და ქარხნული დატვირთვაც. 

Dodge-მა, 4-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფით და Special Edition პაკეტით, 1970 წელს HEMI Challenger R/T-ი მხოლოდ 22 ეგზემპლარად გამოუშვა. ეს ავტომობილი სწორედ იმ 22 მოდელიდან ერთ-ერთია. მანქანის ოდომეტრზე 72 590 კმ-ია გამოსახული. მანქანას სპეციალური სახურავიც აქვს, რომელსაც Gator Grain-ის სახელით იცნობენ. ამ დეტალით სულ 4 ეგზემპლარია გამოშვებული. 

ეს ისტორიული ავტომობილი სარესტავრაციო მდგომარეობაშია. მისი მფლობელი კი ამ სამუშაოს შესრულებას ისე აპირებს, რომ მანქანის თავდაპირველი მდგომარეობა მაქსიმალურად შენარჩუნდეს. 

 



მსგავსი სიახლეები