მოყვარულების ოცნება - უიშვიათესი იასამნისფერი Nissan Skyline GT-R V-Spec
ეს ლეგენდარული მანქანა იდეალურ მდგომარეობაშია.
1999 წლის Nissan Skyline GT-R-ი დიდ შესავლებს არ საჭიროებს. ის ლეგენდარული ავტომობილის სტატუსს რამდენიმე მიზეზით იმსახურებს. ახლა კი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ეგზემპლარი, რომელიც იასამნისფერშია შეღებილი, აშშ-ს აუქციონზე გავა.
აშშ-ში ავტომობილით, რომელიც ამ ბაზრისთვის გამოშვებული არ არის, ქუჩაში გადაადგილება არ შეიძლება თუ მანქანის ასაკი 25 წელი ან მეტი არაა. ამ GT-R-ზე სწორედ ეს წესი ვრცელდება. თუმცა, მანქანა საგამოფენო და საჩვენებელ ეგზემპლარადაა დარეგისტრირებული. ეს ნიშნავს, რომ წელიწადში მას გადაადგილება 4 000 კილომეტრამდე აქვს შეზღუდული.
ეს R34 თაობის GT-R-ი თითქმის ქარხნულ მდგომარეობაშია. მოდელი RB26DETT 6-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავითა და 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით არის აღჭურვილი. ეს ნიშნავს, რომ 276 ცხენის ძალა ოთხივე ბორბალზე ნაწილდება. მოდელი V-Spec-ია, რაც ნიშნავს, რომ ის სტანდარტული GT-R-ისგან განსხვავებულია.
ეს უკანა ხიდის აქტიურ ბლოკირებას, უფრო ხისტ დაკიდებას და აეროდინამიკურ დანამატებს მოიცავს. მსოფლიოში სულ 242 R34 GT-R V-Spec-ი არსებობს, რომელიც ქარხნულად Midnight Purple-ის ფერში შეღებეს. მოდელს არაქარხნული მულტიმედია სისტემა, საჭე და უკანა ხედვის სარკე აქვს. ოდომეტრზე 153 600 კმ-ია გამოსახული.
ცნობილი „იუთუბერი“ - დაგ დემიურო - მიიჩნევს, რომ ავტომობილის ფასი 200 000$-ს გადააჭარბებს. მანქანის შეძენა Cars & Bids-ის აუქციონზეა შესაძლებელი.