საქართველო, ელექტრომობილი, სტატისტიკა
Aa
Aa

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა

ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თანახმად, მსოფლიოში ელექტრომანქანების გაყიდვები რეკორდულ ტემპებს აღწევს.

2022 წელს სულ 10 მილიონი ელექტრომობილი გაიყიდა, რაც ახალი მანქანების მთლიანი გაყიდვების 14%-ს შეადგენს. 2021 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 9%, 2020-ში კი 5% იყო.

ეს ტენდენცია საქართველოშიც შეინიშნება. მიმდინარე წლის 4 თვეში, ქვეყანაში 15.9 მილიონი დოლარის ღირებულების 545 ერთეული ელექტრო ძრავზე მომუშავე ავტომობილი შემოვიდა, რაც წელიწადის ამ დროისთვის დაფიქსირებული ისტორიული მაქსიმუმია.

საიმპორტო ღირებულება წინა წლის მაჩვენებელთან, 4.97 მილიონ დოლარს, 220%-ით აღემატება. რაოდენობა კი წინა წლის 177 ერთეულიდან 208%-ითაა გაზრდილი.

მიმდინარე წელს ყველაზე მსხვილი იმპორტიორები აშშ, ჩინეთი და გერმანია არიან.

რეკორდულ ნიშნულზეა წლიური მაჩვენებლებიც. გასულ 2022 წელს ქვეყანაში, არც მეტი, არც ნაკლები, 31.7 მილიონი აშშ დოლარის 1,280 ცალი ელექტრომობილი შემოვიდა.

2021 წელს თუ შევადარებთ, ვნახავთ, რომ საიმპორტო ღირებულებამ 7.9 მილიონიდან 2022-ში 298%-ით, ხოლო რაოდენობამ 383 ერთეულიდან 234%-ით მოიმატა.

შარშანაც, იმპორტის მხრივ, აშშ, ჩინეთი და გერმანია დომინირებდნენ:

  • აშშ – $12.5 მლნ, 666 ერთეული;
  • გერმანია – $9.4 მლნ, 313 ერთეული;
  • გერმანია – $4.9 მლნ, 60 ერთეული.


წყარო: bpn.ge

მსგავსი სიახლეები