Aa Aa
8 მაისი 2020  |  14:51

2020 წელს Kia Sportage-ს ახალი აგრეგატი და ვერსია დაემატა

Kia-მ Sportage განაახლა. 2020 წლისთვის მას „მილდ-ჰიბრიდული“ დიზელის აგრეგატი და ახალი ვერსია დაუმატა.  

სუვს ახლა სამი ტიპის აგრეგატი აქვს. დიზელის ძრავა „მილდ-ჰიბრიდულმა“ დიზელისამ ჩაანაცვლა. 1.6-ლიტრიან ძრავას 48-ვოლტიანი ლითიუმის იონის ბატარეა ემატება. სხვა ორი ვერსიაა 1.6-ლიტრიანი GDi და ტურბოდაბერვის 1.6-ლიტრიანი T-GDi.

წინაწამყვანი ან ოთხივეწამყვანი ვერსიები ისევ ხელმისაწვდომი იქნება.

საბაზისო Sportage-ის ფასი £23,110-დან იწყება, ახალი ვერსიის ფასი კი £24,795-დან დაიწყება.

წინაწამყვანი ფორმით „მილდ-ჰიბრიდ“ ვერსია 141გ/კმ ნახშირორჟანს გამოყოფს, რაც 17გ/კმ-ით ნაკლებია, ვიდრე ამჟამინდელი დიზელის ვერსიის გამონაბოლქვი. 100კმ-ზე 4.5 ლიტრ საწვავს მოიხმარს. AWD ვერსიის შემთხვევაში ეს მაჩვენებლები მცირედით გაუმჯობესებულია.

Sportage-მა ჰიბრიდის ახალი ტექნოლოგია პირველად 2018 წელს 2.0-ლიტრიან დიზელის ძრავასთან ერთად მიიღო.  

2020 წლისთვის Kia-მ ახალი ვერსია დაამატა და მას „3“ უწოდა. მისი ფასი £26,445-დან დაიწყება. მანქანას პარკირების სენსორები, შავი თაღები და ქრომის დეტალები აქვს. LED წინა და უკანა მაშუქებიც ხელმისაწვდომია.  

Sportage 3-ს პანორამული ლიუკი და ტყავის საფარი აქვს. კარებზე ალუმინის დეტალებია გამოყენებული. საინფრომაციო-გასართობი სისტემის ეკრანი 8-ინჩიანია.

Sportage 3-ის მაღლა GT-Line და GT-Line S დგას. მათი ფასია £26,660 და £30,510. ეს მანქანები უკეთაა აღჭურვილი და თავის ფასსაც ამართლებს. GT-Line S-ს განახლებული აუდიო სისტემა აქვს.

 

 

გაზიარება: