საწვავის ფასი
Aa
Aa

სად ღირს საწვავი ყველაზე იაფი და ყველაზე ძვირი?

მსოფლიოს მასშტაბით საწვავის ფასები კარდინალურად განსხვავდება. ნავთობითა და ენერგორესურსებით მდიდარ სახელმწიფოებში ბენზინის, დიზელისა თუ სხვა სახის ნავთობპროდუქტების ფასები გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე იქ, სადაც ეკონომიკა თითქმის სრულადაა დამოკიდებული იმპორტზე.

ერთ ლიტრ ბენზინზე მსოფლიოში ყველაზე დაბალი ფასი ვენესუელაში ფიქსირდება, სადაც ის დაახლოებით 1 თეთრს შეადგენს. შედარებისთვის, ლიტრი საწვავი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში ღირს, სადაც ლიტრის ფასი 7.81 ლარს აღწევს.

გთავაზობთ გლობალურ, რეგიონულ და ადგილობრივ რეიტინგს. (ლიტრი პრემიუმი [95], ლარში)

ქვეყნები, სადაც საწვავი ყველაზე იაფია:

1. ვენესუელა - 1 თეთრი
2. ირანი - 8 თეთრი
3. ლიბია - 8 თეთრი
4. ანგოლა - 75 თეთრი
5. ალჟირი - 88 თეთრი

ქვეყნები, სადაც საწვავი ყველაზე ძვირია:

1. ჰონგ-კონგი - 7.81 ლარი
2. ისლანდია - 5.91 ლარი
3. მონაკო - 5.87 ლარი
4. სამხ. აფრიკა - 5.60 ლარი
5. ბარბადოსი - 5.54 ლარი

საწვავის ფასები რეგიონში:

1. აზერბაიჯანი - 1.55 ლარი
2. რუსეთი - 1.70 ლარი
3. საქართველო - 2.68 ლარი
4. თურქეთი - 2.74 ლარი
5. სომხეთი - 2.83 ლარი

საწვავის საშუალო ფასები საქართველოში:

სუპერი - 3.49
პრემიუმი - 2.68
რეგულარი - 2.37
ევრო დიზელი - 3.13

წყარო: BM.ge

მსგავსი სიახლეები