Ferrari, SP1, SP2, Monza, Lego
Aa
Aa

ეს სრული ზომის Ferrari Monza SP1 Lego-სგან არის აწყობილი

ეს შთამბეჭდავი Ferrari დანიის Legoland-შია გამოფენილი.

დანიის Legoland-ს ახლა ახალი წევრი ჰყავს. ეს Ferrari-ის შეზღუდული წარმოების მოდელია, რომლის სრული ზომის ანალოგიც Lego-სგან დაამზადეს. Monza SP1 ხომ ყველა ავტომოყვარულის საოცნებო ავტომობილია?!

ეს Lego-ს მოდელი Ferrari Build and Race-ის ინტერაქციულ გამოფენაში იღებს მონაწილეობას. აქ სტუმრებს მცირე ზომის Ferrari-ის მოდელების Lego-ს ფიგურებით აწყობა თავად შეუძლიათ.

იტალიურ მწარმოებელს არ უთქვამს თუ ვინ ააწყო ეს სრული ზომის მოდელი. არც ის ვიცით რამდენი ნაწილისგან შედგება ის. მიუხედავად ამისა, ეს ქმნილება ორიგინალი ავტომობილის ფორმებს მაქსიმალურად იმეორებს. მეტიც, ის ნამდვილი Ferrari-ის დისკებზე დგას.



Ferrari-მ ერთადგილიანი Monza SP1-ისა და ორადგილიანი Monza SP2-ის დებიუტი 2018 წლის სექტემბერში გამართა. ორივე ავტომობილი 6.5-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი. ეს მოდელები იმ პერიოდში ყველაზე სწრაფი სერიულად გამოშვებული ავტომობილები გახლდათ. მათი 12-ცილინდრიანი აგრეგატები 799 ცხენის ძალასა და 719 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა. 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება მოდელებს 2.9 წამში შეეძლო. მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-ს აჭარბებდა. ეს ყველაფერი კი ღია სახურავით.

ეს ავტომობილები Ferrari 812 Superfast-ის ბაზაზე ააწყვეს. თუმცა, მათი რადიკალურად განსხვავებული დიზაინიდან გამომდინარე, ამას ვერავინ იფიქრებს.

შეგახსენებთ, რომ Monza SP1-ისა და SP2-ის წარმოება 499 ეგზემპლარამდეა შეზღუდული.

მსგავსი სიახლეები