ასე ჩაიჭრა 63 წლის ქალი მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაში
არგენტინის მოქალაქემ პრაქტიკულ გამოცდაში ჩაჭრა ყველაზე ცუდი გზით გადაწყვიტა.
გამოცდის დროს სიმშვიდის შენარჩუნება ძალზედ რთულია. ადამიანთა ნაწილი მართვის მოწმობის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე განსაკუთრებულად ნერვიულობს. ამ დებულების დასადასტურებლად სტატიაში ერთ შემთხვევას განვიხილავთ. არგენტინელი ქალი მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდიდან სახლში ძალზედ ცუდი გამოცდილებით დაბრუნდა.
სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში VW-ს მარკის საგამოცდო ავტომობილი ჩანს. მანქანა სპეციალურად შექმნილ სატესტო გზაზე უნდა გადაადგილდეს. გზის ამ მინიატურულ სექციაზე ქვეითთა გადასასვლელი, შუქნიშანი, წრე და გამყოფებია მოწყობილი.
ქალბატონის პრაქტიკული გამოცდა უჩვეულოდ მაღალი სიჩქარით იწყება. ის პირველივე მოსახვევში ბორდიურზე ადის. ბორდიურიდან სწრაფად ჩამოსვლისთვის ის აქსელერატორის სატერფულს ადგამს ფეხს.
სამწუხაროდ, ყველაფერი აქ არ დასრულებულა. ოთხივე ბორბლის გზაზე დაბრუნების შემდეგ მას მომდევნო მოსახვევი ჰქონდა გასავლელი. საბედნიეროდ, მან მუხრუჭის გამოყენება შეძლო. თუმცა, სიჩქარე მაინც ვერ გათვალა და მეორე მოსახვევის ბორდიურზეც ახტა.
როგორც ჩანს, ამ მომენტის შემდეგ ქალბატონმა ზედმეტად ინერვიულა. მან მუხრუჭის სატერფულის ნაცვლად აქსელერატორის სატერფულ დაადგა ფეხი. სამწუხაროდ, ის მთელი სიჩქარით ბოძისკენ გაემართა და დაეჯახა. ამობრუნებული მანქანა კიდევ ერთ ბორდიურს შეეჯახა და საბოლოოდ გაჩერდა.
მოხსენებაში ვკითხულობთ, რომ 63 წლის ქალბატონი ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სავარაუდოდ, ეს ადამიანი მანქანაში მარტო იჯდა. მის გვერდით ინსპექტორი რომ მჯდარიყო და მანქანას დამატებითი სატერფულები მგზავრის მხარესაც ჰქონოდა, შესაძლოა ეს ყოველივე არ მომხდარიყო.
თქვენ როგორ შეაფასებდით ამ ამბავს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.