BMW, მექანიკური კოლოფი
Aa
Aa

BMW მალე ავტომობილების მექანიკური კოლოფით გამოშვებას შეწყვეტს

BMW-ს M დივიზია არც ორმაგი გადაბმულობის (DCT) მქონე ტრანსმისიებს გამოუშვებს.

არც ისე დიდი ხნის წინ საავტომობილო ინდუსტრია გვარწმუნებდა, რომ სპორტული ავტომობილის მომავალი ორმაგი გადაბმულობის (DCT) მქონე ტრანსმისია იყო. თუმცა, ახლა BMW-ს M დივიზია ნახევრად ავტომატური კოლოფების შექმნის შეწყვეტას აანონსებს.

„ორმაგი გადაბმულობა, BMW-ს ამჟამინდელი გადმოსახედიდან, წარსულს ჩაბარდა“ - აცხადებს დირკ ჰეკერი, BMW M-ის ხელმძღვანელი. „ახლა მხოლოდ მექანიკური და ავტომატური კოლოფებია დარჩენილი. მომავალი კი ელექტრიფიცირებული ავტომატური კოლოფების იქნება.“ 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივი ავტომატური კოლოფი დაბალ სიჩქარეზე სიჩქარეებს DCT-ზე უკეთესად რთავს, ამ კოლოფებმა თავი სისწრაფითა და ეფექტურობით დაგვამახსოვრა. თუმცა, ჰეკერი ამტკიცებს, რომ ახალი ავტომატური კოლოფები მაღალ სიჩქარეზე DCT-ზე სწრაფად რთავს სიჩქარეებს. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ახალი M4-ის სარბოლო მოდელი ჩვეულებრივ ავტომატურ კოლოფს იყენებს.

DCT-ის გზას მალე გაუყენებენ მექანიკურ კოლოფებსაც. მიუხედავად იმისა, ახალი M2 მექანიკური კოლოფით გამოვა, მაღალი ალბათობით ეს უკანასკნელი M მოდელი იქნება, რომელსაც სამი სატერფული ექნება.

როგორ შეაფასებდით BMW-ს ამ გადაწყვეტილებას? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები