პოლიციის ეკიპაჟმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის პოლიციის მანქანა გააჩერა
ორლანდოს პოლიციის ოფიცერი 70 კმ/სთ-იან ზონაში 130 კმ/სთ-ით გადაადგილდებოდა.
ალბათ, გგონიათ, რომ პოლიციის ავტომობილებს ნებისმიერ სიტუაციაში, გზის ნებისმიერ მონაკვეთზე, ნებისმიერი სიჩქარით გავლის უფლება აქვთ. თუმცა, ორლანდოს პოლიციის ერთ-ერთი ეკიპაჟის წევრმა გაიგო, რომ ეს ასე არ არის.
ალექსანდრ შოუონი, ორლანდოს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი 130 კმ/სთ-ით გადაადგილდებოდა იქ, სადაც სიჩქარის დაწესებული ზღვარი 72 კმ/სთ-ა. ამ ფაქტს სხვა ეკიპაჟი შეესწრო, რომელიც პოლიციის მანქანას აედევნა.
პოლიციის თანამშრომლის დევნაში სწრაფად მიმავალმა Explorer-მა სიჩქარეს კიდევ მოამატა 160 კმ/სთ-ს გადასცდა. ამის შესახებ კანონმორჩილი პოლიციელი განცხადებაში აცხადებს.
დევნა ერთ-ერთ გზაჯვარედინთან შეწყდა. შოუონი მანქანიდან გადმოვიდა და ამტკიცებდა, რომ ის უკანონოს არაფერს აკეთებდა. ის ვერც კი ხვდებოდა რატომ ითხოვდა პოლიცია მის შეჩერებას.
„რა?“, - კითხულობდა ის. „სამსახურში მივდივარ მეგობარო. სამსახურისკენ მიმავალ გზაზე რატომ მაჩერებ?“
„იმიტომ, რომ 70-იან ზონაში 130-ით გადაადგილდებოდი“, - უპასუხა მეორე პოლიციელმა. შოუონს მართვის მოწმობაც მოსთხოვეს, მაგრამ ორლანდოს ოფიცერმა დოკუმენტის წარდგენაზე უარი განაცხადა, მანქანაში ჩახტა და გზა გააგრძელა.
ორლანდოს პოლიციის დეპარტამენტი იუწყება, რომ შოუონი შერიფის ბრძანებით შიდა საგამოძიებო დავალებას ასრულებდა. თუმცა, New York Post-ის ინფორმაციის ურჩი პოლიციელი ოფიცერთან შეწინააღმდეგების, დაუდევარი მართვისთვისა და პოლიციელის არდამორჩილებისთვის ჯარიმას მიიღებს.
როგორ ფიქრობთ, უნდა დასჯილიყო თუ არა ალექსანდრ შოუონი? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.