რა იწვევს Formula E-ს პილოტებში ხელის ხშირ ტრავმებს?
Formula E-ში ხელის ტრავმები საკმაოდ ხშირია და ამას არაერთი მიზეზი აქვს.
Formula E ფორმულა 1-ის უმცროსი ძმაა, რომელიც უფრო ეკომეგობრულია.
ამ ავტოსპორტის პილოტები, სხვა დისციპლინებთან შედარებით, ხელის ტრავმის მაღალი რისკის ქვეშ არიან. უფრო მეტიც, Formula E-ში ხელის ტრავმა ყველაზე გავრცელებული დაზიანებაა.
თვითონ ის ფაქტი, რომ ხელის ტრავმა უფრო ხშირია, ვიდრე სხვა სიცოცხლისთვის საშიში ტრავმები, ცუდი არ არის, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ამას ყურადღება არ უნდა მიექცეს. მაგალითისთვის, ნიდერლანდელი პილოტის, რობინ ფრაინის შემთხვევა განვიხილოთ.
ABT Cupra-ს გუნდის პილოტმა სეზონის დასაწყისში ავარიისას მცირე ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელებისთვის 8 კვირა დასჭირდა. მექსიკაში რბოლის დროს ის სხვა ბოლიდს უკნიდან შეეჯახა.
სხვა ბოლიდს მისი წინა მარცხენა ბორბალი შეეხო. ამ შეჯახებამ პილოტს საჭე ხელიდან გამოგლიჯა. ფრაინის აღწერით, ეს ყველაზე საშიში ტრავმა იყო, რაც კარიერის განმავლობაში მიუღია.
კონკრეტულად, რა იწვევს ხელის გახშირებულ ტრავმებს, არ გამოუკვლევიათ, მაგრამ ამას შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს.
უპირველეს ყოვლისა, Formula E-ს ბოლიდებს საჭის გამაძლიერებელი არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პილოტებს მართვისას მეტი ძალისხმევა უწევთ, ვიდრე სხვა დისციპლინებში. დამატებით, ელექტრო ავტომობილების პილოტები საჭეზე 20-30ნმ ძალას გრძნობენ. შედარებისთვის, ფორმულა 1-ში ეს მაჩვენებელი 12-15ნმ-ია.
ამას ისიც აუარესებს, რომ Formula E-ს რბოლები ძირითადად ქალაქის ქუჩებში ტარდება და ავარიებიც უფრო ხშირია. ავარიისას პილოტის ხელებს მეტი ნმ აწვება.
მიუხედავად ამისა, Formula E-ს ერთ-ერთი დამაარსებლის ალბერტო ლონგოს თქმით, ბოლიდების რეგულაციების შეცვლა 2025 წლამდე არ იგეგმება.