უნივერსალი, Mercedes, SUV
Aa
Aa

2024 წლის Mercedes E-Class უნივერსალი SUV-ის კარგი ალტერნატივაა

სედანის მსგავსად, სამი ეკრანი, „სელფის“ კამერა, TikTok-ი და Angry Birds-ი აქვს.

ყველას SUV-ის ყიდვა არ უნდა და ეს Mercedes-მა კარგად იცის. ბრენდმა არამხოლოდ C-class-ის უნივერსალი ააწყო, არამედ E-Class-ის გრძელსახურავიან ვერსიაზე უარის თქმასაც არ აპირებს.

როგორც ცნობილია, 2030 წლიდან Mercedes-ი უნივერსალებს წარმოებიდან ამოიღებს. თუმცა, ბაზარზე მაინც ბევრი პრაქტიკული სპორტული ავტომობილი დარჩება.

ახალ E-Class უნივერსალს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ გაყიდვებში GLE დაჩრდილოს. ის W214 E-Class სედანს ჰგავს, რომელიც აპრილის ბოლოს წარმოგვიდგინეს და ნაკლებად საკამათო დიზაინი აქვს, ვიდრე BMW 5 Series Touring-ს. ავტომობილს 17-იანი დისკები აქვს, თუმცა, მსურველები, თანხის დამატების შემთხვევაში, 21-იან კომპლექტს მიიღებენ.

ახალი უნივერსალი კარგი საოჯახო ავტომობილია, რომელსაც სალონში სამი ეკრანი, სელფის კამერა და Tiktok-თან წვდომა აქვს.

Mercedes-ი ძრავების ფართო არჩევანს გვთავაზობს. ბენზინზე მომიშავე ვერსიას 2.0-ლიტრიანი ძრავა ექნება, რომელიც 204 ცხენის ძალას და 320ნმ-ს გამოიმუშავებს. მაილდ ჰიბრიდული აგრეგატი ელექტრო მოტორის დახმარებით მუშაობს, რომელიც დამატებით 23 ცხენის ძალას და 205ნმ-ს გვაძლევს. ამ კომბინაციის წყალობით, 100კმ/სთ-მდე უნივერსალი 7.8 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 231კმ/სთ.

E220d დიზელს 2.0-ლიტრიანი ძრავა აქვს, რომელიც 197 ცხენის ძალას და 440ნმ-ს გამოიმუშავებს. ამ შემთხვევაშიც 48-ვოლტიანი ელექტრო მოტორი გვაქვს. ყველა ვერსია 9-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა.

E300e-ს ტურბო 2.0-ლიტრიანი ბენზინის ძრავა აქვს, ელექტრო მოტორთან ერთად. ჯამში 312 ცხენის ძალას. ვიღებთ. შიგაწვის ძრავა 204 ცხენის ძალას და 320ნმ-ს გამოიმუშავებს. მოტორი 129 ცხენის ძალასა და 440ნმ-ს. 100კმ/სთ-მდე 6.5 წამში აღწევს.  მაქსიმალური სიჩქარე - 227კმ/სთ.

ვნახოთ, ათქმევინებს თუ არა ეს ავტომობილი კლიენტებს SUV-ზე უარს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ნამდვილად საინტერესო ალტერნატივაა.

მსგავსი სიახლეები