Aa
Aa

Mercedes-Benz-მა ერთადერთი Vision One-Eleven-ი წარმოგვიდგინა

გახსოვთ Mercedes C111 70-იანებიდან? ახლა Mercedes-მა მისი თანამედროვე ვერსია წარმოგვიდგინა და ის შესანიშნავია.

ეს უახლესი Mercedes-Benz Vision One-Eleven სპორტული ავტომობილის კონცეპტია, რომელიც კოსმოსურ ხომალდს ჰგავს.

Mercedes-ის დიზაინის განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, მან უბრალოდ C111-ის დნმ და პროპორციები აიღო და გაამარტივა.

„დიზაინში პროპორციები ყველაფერია. ჩვენ უბრალოდ გავამარტივეთ და, აი, ბორბლის ასეთი თაღები მივიღეთ“, - ამბობს ის.

Vision One-Eleven-ს ექსტერიერი

ელექტრო კონცეპტი მუქი ნარინჯისფერია. განათების მიხედვით, ხანდახან სპილენძისფერიც გადაკრავს.

Vision One-Eleven-ს თოლიის ფრთების ფორმის კარი აქვს, რომელიც გაღებისას კოსმოსური ხომალდის მსგავს ხმას გამოსცემს.

ყურადღებას ლამაზი დისკებიც იქცევს.

კონცეპტს შავი დაბოლოებები აქვს.

წინაც და უკანაც ავტომობილს ეკრანი აქვს, რომელიც მთელს სიგანეზე მიყვება.

ინტერიერი

ეს პირველი სპორტული ავტომობილია, რომელსაც დასასვენებელი ოთახის სტილის სალონი აქვს.

თუმცა, ავტომობილი რბოლის რეჟიმში ცოცხლდება.

როცა სარბოლო რეჟიმში გადართავ, სკამი პოზიციას იცვლის.

თეთრ და ნარინჯისფერ ინტერიერში ვერცხლისფერი სავარძლები გამოირჩევა, რომელიც პატივს 70-იანების C 111-ს მიაგებს.

რა თქმა უნდა, ავტომობილს პატარა, ვერცხლისფერი ჩემოდანიც მოჰყვება, რომელსაც Mercedes-ი 111 ეგზემპლარად შეკერავს.

დღეს 2023 წელია და Mercedes-მა უარი არც პროექციებზე თქვა. Magic Leap 2 მოწყობილობის გამოყენებით, გარშემო რუკები და სხვა დეტალები ჩნდება.

მსგავსი სიახლეები