Aa
Aa

ვიდეო: ჩინეთში მიტოვებული ელექტრო ავტომობილების სასაფლაო

იუთუბერის აზრით, ზოგიერტი ჩინური ავტომწარმოებელი გაყიდვების რიცხვის გასაზრდელად თაღლითურ ტაქტიკას იყენებს.

ჩინეთი ელექტრო ავტომობილების აწყობასა და გაყიდვაში ერთ-ერთი ლიდერია. თუმცა, ამას თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს. ბოლო დროს გამოქვეყნებული ვიდეოთი ვიგებთ, რომ მთავრობის ინიციატივების დასაკმაყოფილებლად ჩინური ავტომწარმოებლები გაყიდვებს ხელოვნურად ზრდიან.

დრონით გადაღებულ ვიდეოში უზარმაზარი მინდვრები ჩანს, რომლებიც მიტოვებული ჩინური ავტომობილებითაა სავსე. ზოგიერთი მათგანი Geely Kandi K10, Neta V და BYD e3 მოდელებია. ეს ავტომობილები აღმოსავლეთ ჩინეთში, ჰანგჟოუს შემოგარენშია გაჩერებული. ელექტრო ავტომობილების თეთრი საღებავი მტვრის სქელი ფენითაა დაფარული.

სარეგისტრაციო ნომერი ყველა მათგანს აქვს. იუთუბერი უინსტონ შტერცელის აზრით, ჩინური ავტომწარმოებლები ავტომობილებს არეგისტრირებენ და გაყიდულად აცხადებენ. ამას მთავრობისგან სუბსიდიების შენარჩუნების გამო აკეთებენ.

შტერცელის თქმით, ჩინური ავტომწარმოებლები ელექტრო ავტომობილებს ყოველგვარი ბაზრის კვლევების გარეშე აწარმოებენ. შედეგად კი მანქანების უზარმაზარ სასაფლაოებს იღებენ.

მსგავსი სიახლეები