Ford, Mustang
Aa
Aa

Ford Mustang-ის მძღოლი მაღაზიაში შევარდა

Ford Mustang-ის თქმით, ის იქვე მდებარე Subway-ს პარკინგზე ავტომობილის მობრუნებას ცდილობდა.

სამხრეთ კაროლინაში, უილიამსტონში ავტომობილი Dollar Tree მაღაზიაში შევარდა. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ეს ავტომობილი Ford Mustang-ი იყო.

ძნელი მისახვედრი არაა, რომ მძღოლი დონატების გაკეთებას ცდილობდა, თუმცა, როგორც მან პოლიციასთან თქვა, პარკინგზე მობრუნებას ცდილობდა, როცა მისი აქსელერატორი გაიჭედა.

როგორც უილიამსტონის სახანძრო დეპარტამენტის გამოქვეყნებულ სურათებში ჩანს, ნაცრისფერმა Mustang-მა მაღაზიის ფანჯარაა ჩაამსხვრია და თაროები ჩამოყარა. ძნელია იმის თქმა, თუ რა ზიანი მიადგა ავტომობილს, თუმცა, ეს მძღოლს ნაკლებად უნდა ადარდებდეს.

საბედნიეროდ, ამ ავარიის დროს არავინ დაშავებულა.

ასეთი ავარიები იმაზე ხშირად ხდება, ვიდრე წარმოგიდგენიათ. გამომწვევი მიზეზი მძღოლები არიან, რომლებსაც პარკინგზე აქსელერატორის და მუხრუჭის სატერფული ერევათ. თუ ამ მძღოლის Mustang-ის აქსელერატორი მართლაც გაიჭედა, ეს კიდევ ერთხელ მიგვითითებს იმაზე, თუ რამდენად საჭიროა ავტომობილისთვის გეგმიური სერვისების ჩატარება.

მსგავსი სიახლეები