Aa Aa
23 ივნისი 2023  |  15:30

McMurtry Spéirling Pure მცირე ზომის ჰიპერქარია მაღალი ფასით

უკანაწამყვანი რაკეტა 1000 კილოგრამზე ნაკლებს იწონის.

McMurtry Spéirling-ი პატარა ელექტრო ჰიპერქარია, რომელმაც გასულ წელს Goodwood Hill Climb-ზე რეკორდი დაამყარა. საჭესთან ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი მაქს ჩილტონი იჯდა. მან მარშრუტი 39.08 წამში დაფარა. 0.8 წამით სწრაფად, ვიდრე ეს 2019 წელს VW ID.R-მა გააკეთა.

McMurtry Automotive გამოაცხადა, რომ ამ ავტომობილის სერიულად წარმოებას აპირებს. სულ 100 ეგზემპლარი აიწყობა. 2024 წელს წარმოებისთვის მზა პროტოტიპი გამოჩნდება.

მხოლოდ სარბოლო ტრასებზე დაშვებული EV-ს სიგრძე 3.45 მეტრია, სიგანე - 1.58 მეტრი, სიმაღლე - 1.02 მეტრი.

სულ რაღაც 1000-კილოგრამიან ავტომობილს 1000 ცხენის ძალა აქვს. 60კვ/სთ-იანი ბატარეის დასამუხტად მხოლოდ 20 წუთია საჭირო. ბოლომდე დამუხტვა სილვერსტოუნზე 10 წრის გავლისთვისაა საკმარისი. 0-100კმ/სთ-მდე საჭირო დრო არ დაუსახელებიათ, თუმცა, თუ გასულ წელს ჩატარებულ ტესტებს გავითვალისწინებთ, ეს დრო 1.5 წამი უნდა იყოს. მაქსიმალური სიჩქარე - 306კმ/სთ.

კლიენტებისთვის მიწოდება 2025 წლიდან დაიწყება. ამ მცირე ზომის ავტომობილს წარმოუდგენლად მაღალი ფასი ექნება - $1.04 მილიონი!

გაზიარება: