Toyota, Corolla
Aa
Aa

Toyota GR Corolla Circuit Edition-ი 2024 წლისთვის ახალი ლურჯი საღებავით დაბრუნდა

ახალი ლურჯი ფერი და 18-იანი დისკები 300-ცხენისძალიან GR Corolla Circuit Edition-ს კიდევ უფრო სასურველად აქცევს.

Toyota GR Corolla Circuit Edition-ი გასულ წელს გამოვიდა და მაშინვე დიდი ყურადღება მიიპყრო. სტანდარტულ საბაზისო მოდელს ბევრი ფუნქცია არ ჰქონდა. Morizo Edition ვერსია კი მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით, 200 ეგზემპლარად იყო ხელმისაწვდომი. GR Corolla Circuit Edition-ი 2024 წლისთვის დაბრუნდა და მას დამატებითი ფუნქციები აქვს.

პირველი თვალით ხილული სხვაობა ახალი ლურჯი საღებავია. ისეთივე, როგორც GR86-ს და 2024 წლის საბაზისო Corolla ჰეჩბექს აქვს. 18-იანი BBS დისკები Morizo Edition-ის მსგავსია. უკან უფრო დიდი ფრთაა. დამატებული შავი დეტალები ბრენდის ემბლემებს უკეთესად გამოყოფს.

სალონში მხოლოდ მცირედი განახლებებია. ლურჯი აქცენტები ინტერიერის დიზაინშიც გრძელდება. აუდიო სისტემა JBL-ისგანაა.

მექანიკური ცვლილებები არ გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ Circuit Edition-ს 1.6-ლიტრიანი, 3-ცილინდრიანი ძრავა აქვს, რომელიც 300 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტომობილს 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი და ოთხივეწამყვანი სისტემა აქვს.

2024 წლის Toyota GR Corolla Circuit Edition-ის ფასი ჯერ ცნობილი არ არის. გაყიდვები ზამთარში დაიწყება. წინა მოდელის ფასი $36,995 იყო. Toyota  ამ ავტომობილს მხოლოდ 1600 ეგზემპლარად ააწყობს.

მსგავსი სიახლეები