Porsche Mission X-ი რეალურ ცხოვრებაში კიდევ უფრო გიჟურია, ვიდრე ფოტოებში
Porsche Mission X გასაგიჟებელია და ბევრ სიურპრიზს მალავს.
Porsche Mission X-ის ფოტოების გამოჩენამ ინტერნეტი ააფეთქა. ამ კონცეპტით აღფრთოვანებული ავტომოყვარულებისთვის კარგი ამბები გვაქვს.
ეს კონცეპტი მხოლოდ ტექნოლოგიების გროვა არ არის. ეს ნამდვილი, მუშა პროტოტიპია, რომელსაც, იმედი გვაქვს, Porsche წარმოებაში ჩაუშვებს.
როგორც აღმოჩნდა, ეს ავტომობილი რეალურ სამყაროში უკეთესად გამოიყურება, ვიდრე ფოტოებში.
უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას Mission X-ის უნიკალური დიზაინი, განსაკუთრებით კი უკანა მხარე, იპყრობს.
უკან ორი გიგანტური დიფუზორია. ოდნავ ზემოთ მდებარე მაშუქები კი ინდიკატორებიცაა.
მართვის დროს მაშუქები თეთრად ინთება, დამუხრუჭების დროს წითლად და მოხვევის დროს ნარინჯისფრად.
დამუხტვისას ასო E Porsche-ს წარწერაში ლურჯად ციმციმებს.
წინა ნაწილი უფრო ნაცნობია. დეტალები Porsche 919 კონცეპტს, 917-ს და 918 Spyder-ს მოგვაგონებს.
გვერდითა სარკეები კამერებითაა ჩანაცვლებული, რომლებიც ცენტრალურ დგარზეა მოთავსებული.
Porsche-ს თქმით, ეს მათი პირველი ჰიპერქარია, რადგან Carrera GT და 918 Spyder-ი „სუპერ სპორტ ქარებია“.
მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ყველაზე სწრაფი Porsche იქნება. თითოეულ კილოგრამზე თითო ცხენის ძალა ექნება.
ავტომობილის ინტერიერიც გამორჩეულია.
სალონში სამი ეკრანია. სავარძელს მთელ სიგრძეზე LED განათება მიჰყვება.
საჭეს სარბოლო დიზაინი აქვს. საჭის თავზე კომპაქტური მონაცემთა დაფაა. მულტიმედია ეკრანი ცენტრალურ კონსოლზეა. მგზავრისთვის განკუთვნილი ეკრანი კი ეხსნება. ამ ეკრანში Porsche Design-ის ეკრანია ინტეგრირებული.
ორივე კარის ქვემოთ გეპარდის ლოგოა, რომელსაც Porsche-ს დაქვემდებარებაში მყოფი დიზაინის სახლი იყენებს.
მთლიანობაში კი Porsche Mission X გენიალურად გამოიყურება.