ვიდეო: Ferrari SF90 Stradale ჰიბრიდი 750-ცხენისძალიანი BMW M3-ის წინააღმდეგ
Ferrari-ს V8 და 3 ელექტრო მოტორი ერთად 986 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
Ferrari SF90 Stradale იმის მაგალითია, რომ ელექტრიფიკაცია ტექნიკურ მაჩვენებლებზე დადებითად მოქმედებს. ფლაგ ინ ჰიბრიდული სუპერქარი თითქმის 1000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ ცხენის ძალების გამოცდა „დატიუნინგებული“ BMW M3 სედანის წინააღმდეგ გადაწყვიტეს.
Ferrari-ს ფლაგ ინ ჰიბრიდის დებიუტი 2019 წელს შედგა. მას ტვინ ტურბოდაბერვის 4.0-ლიტრიანი V8 ძრავა აქვს, რომელიც 3 ელექტრო მოტორთან ერთად მუშაობს. ამ ძალის წყალობით SF90 100კმ/სთ-მდე 2.5 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 340კმ/სთ.
რაც შეეხება M3-ს, მას 3.0-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა აქვს, რომელიც ქარხნულად 510 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. თუმცა, განახლებების წყალობით, 750 ცხენის ძალა მიიღეს. ძალა ოთხივე თვალზე 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით ნაწილდება.
ალბათ არ გაგიკვირდებათ, როცა ნახავთ, რომ სამივე რბოლა Ferrari-მ მოიგო. პირველი გარბენისას ავტომობილების შედეგი ერთმანეთთან უფრო ახლოს იყო. დანარჩენ ორ რბოლაში Ferrari-მ შესამჩნევი სხვაობით მოიგო. მართალია, M3 მეოთხედ მილს 10.1 წამში ფარავს, მაგრამ Ferrari-ს დასამარცხებლად ეს საკმარისი მაინც არ არის.
წლის ბოლოს Ferrari SF90-ის კიდევ უფრო ძლიერ ვერსიას შემოგვთავაზებს. პაპარაცების ობიექტივში ეს ავტომობილი აეროდინამიკური დანამატებით გამოჩნდა. უკან გიგანტური ფრთა ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ეს SF90 LM ვერსია იყოს.