ტყეში მიტოვებულ 1987 წლის Range Rover-ს 37 000 კმ აქვს გარბენი
ქარხნულად ლურჯ ფერში გამოშვებული მანქანის ფერის ცნობა რთულია.
არ აქვს მნიშვნელობა სად არის მიტოვებული ავტომობილი - ტყეში, ფარეხში, ფარდულში თუ მინდორში - მიტოვებული ავტომობილის ხილვა ავტომოყვარულებისთვის რთული სანახავია. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს მანქანა გამორჩეულია და ასეთ მოპყრობას არ იმსახურებდა. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი ეს 1987 წლის Land Rover Range Rover-ია, რომელიც უელსის ტყეში მიატოვეს. მანქანას 37 000 კმ აქვს გარბენი.
Land Rover-ის საღებავი ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყით არის დაფარული. სალონში უამრავი ხარახურა ყრია, მაგრამ ინტერიერის დეტალები მაინც ჩინებულად გამოიყურება. ცენტრალური კონსოლის ღილები იდეალურ მდგომარეობაშია. მაჩვენებელთა დაფის გამოსახულებები კი მარტივად წასაკითხია. ოდომეტრზე 37 000 კმ-ია გამოსახული.
დაბალი გარბენი ყველაზე მეტად ძრავის განყოფილებაში შეინიშნება. ძრავა დასვრილია, თუმცა, ჩანს, რომ კარგ მდგომარეობაშია. მანქანის საქარე მინაზე დაკრული „სტიკერის“ წაკითხვით კი ვიგებთ, რომ ის გზებზე 2005 წელს დაარეგისტრირეს. სავარაუდოდ, ეს Range Rover-ი მას შემდეგ ასე დგას.
აღსანიშნია, რომ ამ ავტომობილებთან ერთად Subaru Impreza-ც და მეორე Land Rover-იცაა მიტოვებული. სამწუხაროდ, მათი მდგომარეობაც სავალალოა.
როგორ ფიქრობთ, ღირს ამ მოდელების ისევ გზებზე დაბრუნება? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.