Aa
Aa

Nissan Z Nismo-ს დებიუტი ამ ზაფხულში შეგდება

Nissan-ი ახალი Z-ის ვარიაციების შექმნით ჯერ არ დაღლილა.

Nissan Z-ის უფრო ცხელი Nismo ვერსია უკვე გზაშია.

Nissan-მა დაადასტურა, რომ 2024 წლის Z Nismo-ს დებიუტი ზაფხულის ბოლოს შედგება. ამ განცხადებას თან ვიდეოც მოაყოლა, რომელშიც Formula Drift-ის ჩემპიონი კრის ფოსბერგი ამ ავტომობილით იმას აკეთებს, რაც საუკეთესოდ გამოსდის.

Nissan-ის თქმით, Nismo Z-ი სარბოლო ტრასაზე ორიენტირებული ვერსია იქნება. ბოლო Z უფრო რბილია, ვიდრე წინა მოდელები, რაც ქალაქის ქუჩებში უკეთესია, ტრასაზე კი რაღაცის ნაკლებობის შეგრძნება ტოვებს. Nismo ვერსია ამ პრობლემას მოაგვარებს.

ვიდეოში Nismo-ს სტილში შეფუთული Z ჩანს. უკან უფრო დიდი სპოილერი და დიფუზორი, ორმაგი მაყუჩის მილებია. 20-იანი დისკები Dunlop Sport Maxx ზაფხულის საბურავებშია შეფუთული.

სალონში Recaro-ს სავარძლები და 5-წერტილიანი უსაფრთხოების ღვედებია. ციფრული მონაცემთა დაფაც Nismo-ს ხასიათშია. ტყავში შეფუთულ საჭეს წითელი ზოლი დაყვება.

Z Nismo-ს 3.0-ლიტრიანი ტვინ-ტურბოდაბერვის V-6 ძრავა ექნება. სტანდარტულ მოდელს 400 ცხენის ძალა აქვს. სავარაუდოდ, Nismo ვერსიაში მეტს უნდა ველოდოთ. იმის თაობაზე, ექნება თუ არა Nismo-ს სამი სატერფული, Nissan-ს ჯერ არაფერი უთქვამს.

მსგავსი სიახლეები