Aa
Aa

BMW GINA - კონცეპტი, რომელიც ფორმას იცვლის

BMW GINA ფორმას იცვლის, თვალების მსგავსი მაშუქები აქვს და ელასტიკური ქსოვილითაა დაფარული.

BMW GINA სპორტული ავტომობილის კონცეპტია, რომლის მსგავსიც აქამდე არაფერი გვინახავს.

დასაწყისისთვის უნდა ვთქვა, რომ GINA მთლიანად ქსოვილითაა დაფარული.

BMW-ს თქმით, ეს ქსოვილი ელასტიკური და წყალგამძლე,  პოლიურეთანით დაფარული სპანდექსია.

და რაც მთავარია, ამ ავტომობილს ფორმის შეცვლა შეუძლია!

ავტომობილი ფორმას ექსტერიერის მდგომარეობის და სიჩქარის მიხედვით იცვლის.

ფორმის შეცვლა მძღოლსაც შეუძლია.

ქსოვილი მოძრავ ნაწილებთან ერთად იჭიმება. ფორმა ალუმინის მავთულების კონსტრუქციით ყალიბდება.

მაშუქების თავზე ქსოვილი თითქოს ქუთუთოების ფორმას იღებს.

ძრავამდე მისაღწევად ქსოვილი კაპოტზე შუაში იხსნება.

BMW GINA-ს მხოლოდ 4 პანელი აქვს: კაპოტი, ორი გვერდითა პანელი და საბარგული.

კარები პეპლის ფრთის სტილში იღებ.

გაჩერებულ მდგომარეობაში ავტომობილის საჭის და ცენტრალური კონსოლის მდგომარეობა მძღოლს ჩაჯდომას უადვილებს.

დაქოქვის შემდეგ კი სწორ პოზიციაში გადადის. თავის მისადებიც მაშინ ამოდის, როცა მძღოლი სავარძელში მოთავსდება.

წასაკითხად ეს ყველაფერი საკმაოდ გიჟურია, მაგრამ ვიდეოს ნახვის შემდეგ ყველაფერი ნათელი ხდება.

მსგავსი სიახლეები