BMW, Alpina, ლოგო
Aa
Aa

BMW-ს მფლობელობაში გადასვლის შემდეგ Alpina-ს ლოგო შეიცვლება

მალე Alpina BMW-ს მფლობელობაში სრულად გადავა. ამასთან დაკავშირებით ლოგოს შეცვლა იგეგმება.

როგორც მოგეხსენებათ, BMW-მ „ტუნინგ“ ატელიე Alpina ოფიციალურად შეისყიდა. მალე „ალპინა“ ბავარიული კომპანიის მფლობელობაში მთლიანად გადავა. BMW კი გეგმავს, რომ ამ ხაზისთვის ახალი ლოგო შექმნას. განახლებული ლოგო კომპანიის ახალი ეპოქის დასაწყისს მოასწავებს.

ახალ ლოგოში, გარკვეულწილად, მხოლოდ „ფონტია“ შეცვლილი. თუმცა, ბრენდის ნიშა მაინც არ არის დაკარგული. კომპანიის ახალი დასახელება - BMW Alpina - დამარცვლულია და განიერი ასოებითაა დაწერილი.

ახალ დასახელებაში მნიშვნელოვნად შეიცვალა A ასოს დაწერის სტილი. სავარაუდოდ, ეს ასო ბრენდის სიმბოლო იქნება.



საგულისხმოა, რომ სახელის ახალი სტილი იმ ზოლებისა და გაფორმებების დიზაინსაც ირეკლავს, რომელსაც Alpina თავის მოდელებზე იყენებდა. ეს დეტალი ხომ Alpina-ს მოდელებს გამოარჩევს და მისი ხელმომწერი შტრიხია.

ექნება თუ არა Alpina-ს ახალ მოდელებს ახალი „ფონტი“ უცნობია. BMW-ს უკვე შვილობილი კომპანიის თანამედროვე ავტომობილები ლოგოს განთავსების საშუალებას რამდენიმე ადგილას გვაძლევს. მაგალითად, Alpina B8 Gran Coupe-ს ქრომირებული ემბლემა უკან აქვს. წინ კი ბამპერის უკიდურეს ქვედა ნაწილზე გაფორმებად არის დატანილი. შესაძლოა ეს ნაწილი ახალი ლოგოსთვის იდეალური ადგილი იყოს.

შეგახსენებთ, რომ Alpina 1965 წლიდან არსებობს. კომპანია BMW-ს მოდელებს წარმადობისა და კომფორტულობის კუთხით აუმჯობესებდა. „ტუნინგ“ ატელიე იმდენად ახლოს ასოცირდებოდა გერმანულ მწარმოებელთან, რომ BMW-მ 2022 წელს მისი შესყიდვა გადაწყვიტა. ბავარიელები Alpina-ზე სრულ კონტროლს 2025 წლიდან აიღებენ.

მსგავსი სიახლეები